პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო როგორც ევროკავშირის პარტნიორი ქვეყანა, მზადაა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის საქმეში უფრო აქტიური როლი შეასრულოს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ისწრაფვის გახდეს ევროპული ტრანსfორმაციის წარმატებული მაგალითი.
„ჩვენის მხრივ, როგორც ევროკავშირის პარტნიორი და ერთგული ქვეყანა მზად ვართ, რომ უფრო აქტიური როლი შევასრულოთ მსოფლიოში მშვიდობის და უსაფრთხოების ხელშეწყობის საქმეში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გავაგზავნეთ მისია ცენტრალურ აფრიკაში, ევროკავშირის მისიაში შევიტანეთ მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა და წარმატებული თანამშრომლობის მაგალითად იქცა. ასევე, რა თქმა უნდა ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სტრატეგიულ დარგებში თანამშრომლობას, როგორიცაა ენერგო უსაფრთხოება და ტრანსპორტი. მოგეხსენებათ, საქართველოს არის სანდრო პარტნიორი ევროკავშირის, რაც არაერთხელ დავატმკიცეთ. ჩვენი ქვეყანა აქტიურადაა ჩართული ყველა იმ პროექტის განხორციელებაში, რომელიც ენერგო მარშრუტების დივერსიფიკაციას ემსახურება. მე მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ბატონ ტუსკის, რომ საქართველოს ისწრაფვის გახდეს ევროპული ტრანსპორმაციის წარმატებული მაგალითი. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს გახდეს წარმატებული და მოდელი სახელმწიფო, სხვებისთისაც, რა თქმა უნდა ეს საბოლოო ჯამში სარგებელს მოუტანს არამარტო ჩენს ქვეყანას არამედ ხელს შეუწყობს სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას მთლიანად რეგიონს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.