"მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ბატონი ტუსკის პირადი ძალისხმევა საქართველოს წარმატებაში"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, დონალდ ტუსკს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა დონალდ ტუსკის საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა.

"მინდა ბატონ ტუსკის მადლობა გადავუხადო ჩამოსვლისთვის, ეს არის დემონსტრირება იმისა რომ ევროპული საბჭო ჩვენს გვერდით დგას. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ბატონი ტუსკის პირადი ძალისხმევა საქართველოს, როგორც ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფოს წარმატებაში. ჩვენ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, განვიხილეთ თითქმის ყველა საკითხი, რომელიც აქტუალურია საქართველოსთვის, რეგიონისთვის და ევროკავშირისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მტკიცედ ვდგავართ და მოვალშიც დავიცავთ საერთო ევროპულ ღირებულებებს, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთის ძალიან ძვირფასია და რომელიც საფუძვლად უდევს ევროკავშირთან გაღრმავებულ თანამშრომლობას და განაპიროებს ჩვენი ქვეყნის წარმატებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.