პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრისას საოკუპაციო ზოლთან შექმნილი ვითარება განიხილა.
როგორც დონალდ ტუსკთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერმა განაცხადა, მან ტუსკთან აუდიენციისას საქართველოს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ დააფიქსირა შეშფოთება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ პრობლემებზე.
„ჩვენ ასევე განვიხილეთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები საოკუპაციო ხაზთან. მე კიდევ ერთხელ საქართველოს მთავრობის სახელით გამოვხატე შეშფოთება და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს არის პროვოკაცია, რომელსაც საქართველოს მთავრობა მტკიცედ, პრინციპულად მაგრამ მშვიდან შეხვდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია არ წამოვეგოთ ამ პროვოკაციებზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.