“ოსკარის” პრემია

“ოსკარის” პრემია

ყოველ წელს ამერიკაში კინოს მსახიობებს საუკეთესო როლის შესრულებისათვის “ოსკარის” პრემიას – ოქროს ქანდაკებას აძლევენ.

1931 წლამდე ოქროს ფიგურა, რომლითაც ლაურეატები ჯილდოვდებოდნენ, უსახელო იყო.

იმ წელს კინემატოგრაფისტთა ხელოვნებისა და მეცნიერებათა აკადემიაში ბიბლიოთეკარად მიიღეს მისის მარგარეტ გერიკი.

იქ მან პირველად ნახა განთქმული ოქროს ქანდაკება და შენიშნა: “იგი რაღაცით ჩემს ბაბუა ოსკარს ჰგავს”.

რომელიღაც ჟურნალისტმა ყური მოჰკრა ამ ნათქვამს და მეორე დღესვე გაზეთში დაიბეჭდა ფელეტონი “ბაბუა ოსკარზე”.

ასე შეერქვა “ოსკარი” ოქროს ქანდაკებას.