ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე ვერშბოუმ ტალინში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2009 წელს მას უთხრა, რომ რუსეთის შემდეგი სამიზნე ყირიმი იქნებოდა. "სააკაშვილმა 2009 წელს , როდესაც მე საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილის პოსტ ვიკავებდი მითხრა, რომ - აი ნახავთ შემდეგი იქნება ყირიმი. მე ამის შესახებ დამავიწყდა. წიკილიქსის მიერ გამოქვეყნებულმა დოკუმენტებმა კი შემახსენა ამ ფაქტის შესახებ",-განაცხადა ვერშბოუმ.