თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს.
როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ტუსკმა გუშინ ძალიან ოპტიმისტური განცხადებები გააკეთა.
„ჩვენ პრაქტიკულად, ბოლოში ვართ გასული. მოგეხსენებათ, აბსოლუტურად ყველა ცვლილების პაკეტი პარლამენტშია გადაგზავნილი. ამ 2 კვირის განმავლობაში, პარლამენტმა სამივე მოსმენით მიიღო, ზოგიერთი უკვე ძალაშია, პრეზიდენტს ხელი აქვს მოწერილი და ველოდებით, მხოლოდ საჯარო სექტორის შესახებ კანონს. პრაქტიკულად, ყველაფერი დასრულებულია. საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ როცა სექტემბერში, შემფასებელთა მისია ჩამოვა, ყველა ვალდებულება შესრულებული იყოს. გუშინ ძალიან ოპტიმისტური განცხადებები გააკეთა ტუსკმა და დარწმუნებული ვარ, რომ როცა დეკემბერში საბოლოო დასკვნა დაიდება, საქართველოს გზას გაუხსნიან ევროინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ხიდაშელმა.