ეს ის ხალხია, რომელმაც უნდა მართოს ქვეყანა და რომელიც შექმნის უკეთეს საქართველოს

ეს ის ხალხია, რომელმაც უნდა მართოს ქვეყანა და რომელიც შექმნის უკეთეს საქართველოს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებს შეხვდა.

მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ მათ განათლებაში ინვესტირებული თანხა სახელმწიფოს ასმაგად დაუბრუნდება.

"ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ბევრ ნათელ სახეს ვხედავ. ისინი არიან მოტივირებულნი, დაეხმარონ ჩვენს ქვეყანას. წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ ჩადებული თანხები პრაქტიკულად წყალში იყრებოდა, ჩვენი ახალგაზრდები მიდიოდნენ და რჩებოდნენ უცხოეთში, სამშობლოში დაბრუნების არავითარი პერსპექტივა არ ჰქონდათ. ჩემი იდეა იყო, რომ სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ დაბრუნების შემდეგ ისინი შესაფერის სამსახურს მიიღებენ სახელმწიფოსგან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველოს, ყველა მიმართულებით რამდენიმე ასეული კომპეტენტური და კონკურენტუნარიანი კადრი ეყოლება.