დღეს გაიმართება მსოფლიო კინოსამყაროს პრესტიჟული „ოსკარის“ პრიზების დაჯილდოების 84-ე საზეიმო ცერემონია.
„ოსკარების“ პირველი ცერემონია 1929 წლის 16 მაისს „ჰოლივუდ როზიგელ ჰოტელში“ ჩატარდა. ამ საზეიმო ღონისძიებას 250 ადამიანი ესწრებოდა და ბილეთის ფასი მხოლოდ 10 დოლარი იყო.
„ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონიას მდიდარი ისტორია გააჩნია და დღევანდელ წერილში ზოგიერთ ღირსშესანიშნავ მოვლენას გავიხსენებთ.
ერთადერთი მუნჯი ფილმია „ფრთები“, რომელსაც 1927 წელს „ოსკარი“ მიანიჭეს, როგორც საუკეთესო სურათს.
„ქარწაღებულნი“ პირველი ფერადი ფილმია, რომელმაც „ოსკარი“ მიიღო.
სარეკორდო რაოდენობის „ოსკარები“ მიღებული აქვს 1959 წელს გადაღებულ ფილმს „ბენ ჰური“― 12 ნომინაციიდან 11 პრიზი, 1997 წელს გადაღებულ „ტიტანიკს“ 14 ნომინაციიდან 11 „ოსკარი“ მიენიჭა, 1961 წელს გადაღებულმა „ვესტ საიდის ისტორიამ“ კი 10 ნომინაციაში იმარჯვა.
„ოსკარის“ ისტორიაში მხოლოდ სამმა ვესტერნმა მიიღო საუკეთესო ფილმისათვის დაწესებული ჯილდო. ესენია: „სიმარონი“ – 1931 წელს, „მგლებთან მოცეკვავე“ – 1990 წელს და „შეუწყალებელი“ – 1992 წელს.
საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაზე ყველაზე მეტჯერ წარდგენილი იყო კეტრინ ჰეპბერნი, საერთო ჯამში 12-ჯერ.
საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაზე ყველაზე ხშირად ჯეკ ნიკოლსონი იყო წამოყენებული – 11-ჯერ.
შესაბამისად, ქალთა შორის ყველაზე მეტი „ოსკარი“ 4-ჯერ კეტრინ ჰეპბერნს აქვს მიღებული, მამაკაცებს შორის კი, რასაკვირველია, ჯეკ ნიკოლსონს – 3-ჯერ.
მსახიობები სალი ფილდი, ელენ ჰეიზი, ვივიენ ლი, ლუიზა რეინერი და კევინ სპეისი მაშინვე ისაკუთრებდნენ „ოსკარს“, როგორც კი მათ ნომინაციაზე წარადგენდნენ.
„ოსკარის“ მფლობელთა შორის ყველაზე ახალგაზრდა ქალები იყვნენ – ტატუმ ო, ნილი ( „ქაღალდის მთვარე“ 1973 წელი ), მან ეს საპატიო ჯილდო 10 წლისამ მოიპოვა, ხოლო შერლი ტემპლიმ პრემია 5 წლის ასაკში მოიპოვა.
ყველაზე მხცოვანი „ოსკარის“ მფლობელი ქალბატონი 80 წლის ჯესიკა ტენდია, რომელმაც ეს პრიზი ფილმისათვის „მისის დეიზის მძღოლი“ 1989 წელს მიიღო.
ყველაზე ასაკოვანი „ოსკაროსანი“ მამაკაცი მსახიობი კი 83 წლის გრეჩი მარკოსია.
ორი წლის განმავლობაში ზედიზედ მოიპოვეს „ოსკარები“ სპენსერ ტრეისმა, (1937 – 38 წლებში) და ტომ ჰენქსმა (1993 – 94 წლებში). ქალებს შორის „ოსკარები“ ზედიზედ მოიპოვეს ლუიზა რეინერმა (1936 – 37 წლებში) და კეტრინ ჰეპბერნმა (1967 – 68 წლებში).
ყველაზე დიდი იმედგაცრუება წილად ხვდა ფილმებს „მოსახვევი პუნქტი“ და „ლილისფერი მინდვრები“. ეს კინოსურათები 11 ნომინაციაზე იყო წარდგენილი, მაგრამ ვერც ერთი ვერ მოიპოვეს.
„ოსკარის“ ისტორიის განმავლობაში ორჯერ მოხდა ერთსა და იმავე ნომინაციაში ორი გამარჯვებულის გამოვლენა. 1931 – 32 წლებში რედრიკ მარჩი და უოლეს ბერი საუკეთესო მსახიობ მამაკაცებად დაასახელეს, ხოლო 1968 წელს ბარბარა სტრეიზანდი ფილმისათვის „სასაცილო გოგონა“ და კეტრინ ჰეპბერნი ფილმისათვის „ლომი ზამთარში“ საუკეთესო მსახიობ ქალებად დაასახელეს.
1970 წელს ჯორჯ სკოტმა ფილმისათვის „პატონი“ და 1972 წელს მარლონ ბრანდომ ფილმისათვის „ნათლიმამა“ უარი განაცხადეს „ოსკარის“ მიღებაზე.
ერთადერთხელ მოხდა ისე, რომ „ოსკარზე“ ერთსა და იმავე როლისათვის წარადგინეს ორი ადამიანი. 1997 წელს ფილმ „ტიტანიკიდან“ გლორია სტიუარტი წარდგენილი იყო საუკეთესო მეორეხარისხოვანი ქალის როლის ნომინაციაში, იმავე როლისათვის ქეით უინსლეტიც წარადგინეს „ოაკარზე“ საუკეთესო ქალის როლის შესრულებისათვის. ორივე მსახიობი ერთსა და იმავე გმირს ასახიერებდა „ტიტანიკში“, გლორია – როუზის როლს მოხუცებულობაში და ქეითი – ახალგაზრდობაში. სამწუხაროდ, ვერც ერთმა მათგანმა ვერ გაიმარჯვა.
კინემატოგრაფიის ისტორიის განმავლობაში ერთადერთხელ, 1944 წელს, ბარი ფიცჯერალდი ერთდროულად ორ ნომინაციაზე იყო წარდგენილი. ეს იყო ფილმი „ჩემი გზით მივდივარ“, სადაც მსახიობი წარდგენილი იყო ნომინაციაზე როგორც საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებელი და როგორც მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი. გამარჯვება ამ უკანასკნელში მოიპოვა.
ხშირად ცნობილი კინორეჟისორები სხვადასხვა ისტორიულ ეპოქას იმიტომ აცოცხლებენ, რომ „ოსკარი“ მიიღონ. სტივენ სპილბერგს ეს ჯილდო იმ დრომდე არ მიაკუთვნეს, ვიდრე 1993 წელს „შინდლერის სია“ არ გადაიღო, რომელსაც ერთდროულად 7 პრიზი ხვდა წილად.
საუკეთესო რეჟისორის ყველაზე მეტი ნომინაცია უილიამ უაილდერმა მოიპოვა. ის 12-ჯერ იყო წარდგენილი ამ ნომინაციაში.