ვახტანგ გომელაურის კანდიდატურა პარლამენტში უკვე შევიდა

ვახტანგ გომელაურის კანდიდატურა პარლამენტში უკვე შევიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილი ვახტანგ გომელაურის კანდიდატურა პარლამენტში უკვე შევიდა. გომელაურის კანდიდატურა მთავრობამ პარლამენტს ბიუროს სხდომაზე წარუდგინა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად გომელაურის დამტკიცებამდე გაიმართება განხილვა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებში.