არაოფიციალური ინფორმაციით, შს მინისტრის თანამდებობაზე ანზორ ჩუბინიძის და არჩილ თალაკვაძის კანდიდატურები განიხილება

არაოფიციალური ინფორმაციით, შს მინისტრის თანამდებობაზე ანზორ ჩუბინიძის და არჩილ თალაკვაძის კანდიდატურები განიხილება

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურის შემცვლელად ორი კანდიდატურა განიხილება. პარლამენტში არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა ახალ მინისტრად შესაძლოა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე დაინიშნოს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მინისტრის პოსტზე ასევე განიხილება არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ვაკანტურია, რადგან მოქმედი მინისტრი ვახტანგ გომელაური პრემიერმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად წარადგინა.