აეროპორტის საზღვარზე ნარკოტიკული საშუალების გადატანისას დაკავებულ კახა მამულაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლომ სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა გაიზიარა და კახა მამულაშვილი პატიმრობაში დატოვა.
შეგახსენებთ, რომ კახა მამულაშვილი, შსს-ს თანამშრომლებმა, თბლისის აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 262-ე მუხლის პირველი ნაწილით.