ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკო პრემიერ-მინისტრის მიერ სუს-ის ხელომძღვანელად ვახტანგ გომელაურის დანიშვნას დადებითად აფასებს.
მინისტრის თქმით, გომელაურს 8 წელია რაც იცნობს და ის ბევრი კარგი თვისებითაა დაჯილდოებული.
„8 წელია ვახტანგ გომელაურს ვიცნობ. ვიცნობ მის მრავალ თვისებას, კანონმორჩილებას, ადამიანობას, პასუხისმგებლიანობას. ვფიქრობ, ის წარმატებული ხელმძღვანელი იქნება“, - განაცხადა სერგეენკომ.
რაც შეეხება კონსულტაციებს, შსს ახალი მინისტრის დანიშვნასთან დაკავშირებით, სერგეენკო აცხადებს, რომ კონსულტაციებში მონაწილეობა არ მიუღია და შესაბამისად, მისთვის არც კონკრეტული სახელები და გვარებია ცნობილია.
„ასეთი ტიპის კონსულტაციებში მონაწილეობა არ მიმიღია. მხოლოდ ჯანდაცვის, გარემოს დაცვის და განათლების საკითხებთან დაკავშირებით ვიღებ ხოლმე მონაწილეობას. კონკრეტული სახელები და გვარები ჩემთვის ცნობილი არ არის. დაველოდოთ და როგორც ეს პრემიერ-მინისტრმა თქვა, ახალი მინისტრის ვინაობა 2-3 დღეში გახდება ცნობილი“, - განაცხადა სერგეენკომ.