ალექსანდრე ჭიკაიძე კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა

ალექსანდრე ჭიკაიძე კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა. 

აღნიშნული "ინტერპრესნიუსს" კრიზისების მართვის საბჭოს პრესსამსახურში დაუდასტურეს. 

პრესსამსახურის ცნობით, ოფიციალური ბრძანების საფუძველზე, ალექსანდრე ჭიკაიძე მინდია ჯანელიძის მოადგილედ, უკვე რამდენიმე დღეა მუშაობს. 

ალექსანდრე ჭიკაიძე შს მინისტრად 2013 წლის 20 ნოემბერს დაინიშნა და თანამდებობა 2015 წლის 23 იანვარს დატოვა.