ავღანეთში აშშ-ის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 10-მდე ადგილობრივი სამხედრო დაიღუპა. "ბიბისის" ცნობით, ინციდენტი ლოგარის პროვინციაში ერთ-ერთ საგუშაგოზე მოხდა. არიან დაშავებულებიც, ამ დროისათვის სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც ავღანეთის არმიის ერთ-ერთი მეთაური აცხადებს, საგუშაგოზე ავღანეთის დროშა ფრიალებდა, რაც მარტივად შესამჩნევი იყო. აშშ-ის წარმომადგენელთა თქმით კი, ისინი უკვე იძიებენ მომხდარს. ჯერ უცნობია, თუ რატომ განხორციელდა იერიში შეცდომით.
როგორც "ბიბისის" კორესპონდენტი აცხადებს, ლოგარის პროვინცია ძირითადად დაუსახლებელია, რომლის ტერიტორიის დიდი ნაწილი "თალიბებს" აქვთ დაკავებული. "თალიბების" წინააღმდეგ ბრძოლაში კი ავღანეთის არმიას ნატო-ს ძალები ეხმარებიან.