დავით კერესელიძე - მას შემდეგ რაც საზღვარი დელიმიტირებულია, იქ სომეხი მესაზღვრეები დადგნენ

დავით კერესელიძე - მას შემდეგ რაც საზღვარი დელიმიტირებულია, იქ სომეხი მესაზღვრეები დადგნენ

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის დავით კერესელიძის შეფასებით, საქართველო-სომხეთის საზღვრის გადმოწევის ილუზია რეალურად, საზღვრის დელიმიტაციამ შექმნა. 
როგორც კერესელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, არანაირი საზღვრის გადმოწევა ან გადმოწევის მცდელობა არ მომხდარა. 

"თქვენ იცით, რომ ვმუშაობთ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია და ამ კომისიის ფარგლებში უნდა მომხდარიყო აღნიშნული მონაკვეთის დელიმიტაცია, გარკვეული ნაწილი ამ მონაკვეთის დელიმიტირებულია. სიტუაცია არის შემდეგი, საბჭოთა კავშირის დროს აქ იყო მხოლოდ ადმინისტრაციული საზღვარი, იმ მოსახლეობას, რომელიც არის აღშფოთებული, შეეძლო გადასვლა უფრო წინ, ვიდრე ახლა, მას შემდეგ რაც საზღვარი არის დელიმიტირებული, იქ დადგნენ სომეხი მესაზღვრეები. მესაზღვრეს თავისი მოვალეობის გამო უფლება აქვს იქ არ შეუშვას საქართველოს მოქალაქეები, ამიტომ იმ გაგებით, რომ მე გავდიოდი 10 მეტრით უფრო ღრმად და ახლა ერთი მეტრით შევდივარ, შექმნა ილუზია თითქოს მიწები წაგვართვეს. რეალურად არანაირი საზღვრის გადმოწევა 10 ჰექტრით არ ყოფილა", - აღნიშნა კერესელიძემ. 

მედიაში გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაციით, საქართველო-სომხეთის საზღვართან, სოფელ საზაქენდში 10 ჰექტარით მოხდა საზღვრის გადმოწევა.