შს ახალ მინისტრს პრემიერი 2-3 დღეში წარადგენს

შს ახალ მინისტრს პრემიერი 2-3 დღეში წარადგენს

შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის წარდგენამდე უწყების ხელმღვანელის მოვალეობას ვახტანგ გომელაური გააგრძელებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს. 
მათივე განმარტებით, შს ახალ მინისტრს პრემიერი 2-3 დღეში წარადგენს.

როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიყო და მეორე ნაწილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახით ჩამოყალიბდა. აღნიშნულ სააგენტოს ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს, რომელსაც აქამდე შს მინისტრის თანამდებობა ეკავა.

ვახტანგ გომელაური სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე დღეს პრემიერ-მინისტრმა წარადგინა.