ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ერაყში სტადიონი ააფეთქეს

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ერაყში სტადიონი ააფეთქეს

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ერაყის ქალაქ რამადიში ოლიმპიური სტადიონი ააფეთქეს. ამის შესახებ არაბული მედია იუწყება.

გავრცელებული ცნობით, სტადიონზე მშენებლობა მიმდინარეობდა. აღნიშნულ პროექტში 1.25 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია იყო ჩადებული, თუმცა, ექსტრემისტებმა მიმდებარე ტერიტორიაზე 3.5 ტონა ასაფეთქებელი მოწყობილობა განათავსეს და გაააქტიურეს. ოლიმპიური სტადიონის სიახლოვეს ინტენსიური ბრძოლა სამთავრობო არმიასა და ტერორისტებს შორის რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

"ისლამური სახელმწიფო", რომელიც ერაყისა და სირიის ტერიტორიების დიდ ნაწილს აკონტროლებს, აცხადებს, რომ მათი მომდევნო სამიზნე ერაყის დედაქალაქი ბაღდადი იქება.