თბილისის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ვაშინგტონში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება

თბილისის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ვაშინგტონში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება

თბილისის სტიქიასთან დაკავშირებით დღეს, ვაშინგტონში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, თბილისის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება ვაშინგტონში აშშ-ში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართება.

სამინისტროს განცხადებით, აქციის ფარგლებში ორგანიზატორები დამსწრე საზოგადოებას სხვადასხვა სახის პროდუქტს შესთავაზებენ, რომელიც აუქციონის წესით გაიყიდება. შემოსული თანხა აშშ-ში საქართველოს საელჩოში გახსნილ სპეციალურ საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხება. ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან კომპანია Compass Rose და კომპანია "ქართული ღვინის სახლი". ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი სტუმარი პოპულარული ამერიკელი ჟურნალისტი, NPR (ნატიონალ პუბლიც რადიო)-ს წამყვანი დევიდ გრინი იქნება. საქველმოქმედო საღამოს აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე გახსნის. 

"თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების სოლიდარობის ნიშნად, აშშ-ში საქართველოს საელჩომ ასევე წამოიწყო სოციალური კამპანია #13 June, რომლის ფარგლებშიც ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები, მათ შორის აშშ-ს ყოფილი თავდაცვის მდივანი, დონალდ რამსფელდი, აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი, ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი და კონგრესმენი ელიოტ ეინჯელი. აღნიშნულ სოციალურ ვიდეოს, რომელიც საელჩოს Fაცებოოკ გვერდზეა განთავსებული უკვე მრავალი მიმდევარი ყავს", _ განაცხადეს სამინისტროში.