„ქართველმა ერმა აჩვენა, რომ ჩვენ ვცოცხლობთ და შეგვიძლია ერთად ვიყოთ გაჭირვებაში“

„ქართველმა ერმა აჩვენა, რომ ჩვენ ვცოცხლობთ და შეგვიძლია ერთად ვიყოთ გაჭირვებაში“

როგორც ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა 13 ივლისს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბილიოთეკის გახსნისას განაცხადა, შეუფასებელია ის შრომა, რომელიც ახალგაზრდებმა გამოიჩინეს.

„შეუფასებელია ის შრომა, რომელიც ამ ბიბლიოთეკის გახსნისას ახალგაზრდებმა აჩვენეს. მათ გააგრძელეს ის ერთად ყოფნის მუხტი, რაც თბილისში დაიწყო. ქართველმა ერმა აჩვენა, რომ ჩვენ ვცოცხლობთ და შეგვიძლია ერთად ვიყოთ გაჭირვებაში. სწორედ ამის დასტური იყო ახალგაზრდების აქტიურად ჩართვა ამ პროცესებში. მიხარია, რომ ამ ახალგაზრდებმა ენთუზიაზმი გამოიჩინეს“, - განაცხადა ივანიშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჩოხატაურში ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკის გახსნას დაესწრო.