საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი გამოდის მოწოდებით, შეიქმნას ევროზონის მთავრობა. ამის შესახებ მან ყოველკვირეულ "Journal du Dimanche"-ში დაწერა. მისივე აზრით, ეს იქნება მთავრობა დამოუკიდებელი ბიუჯეტითა და პარლამენტით.
ოლანდის განცხადებით, ამან ევროკავშირის მოქალაქეებს ნდობა უნდა გაუმყაროს იმ ევროპულ პროექტთან მიმართებაში, რომელიც რამდენადმე დასუსტდა საბერძნეთში არსებული ეკონომიკური კრიზისისა და ევროპული ფინანსური ინსტიტუტების მოლაპარაკებათა ფონზე.
ოლანდის თქმით, ევროზონის 19 წევრი ქვეყანა მასში იმიტომ გაერთიანდა, რომ ეს მათ ინტერესებში იყო და არც ერთ ქვეყანას პასუხისმგებლობა არ აუღია გასულიყო ევროზონიდან. მისი განცხადებით, პოპულისტური მოძრაობები იკვებებიან ევროპელების იმედგაცრუებით ევროპულ ინსტიტუტებში და თავს ესხმიან ევროკავშირს იმიტომ, რომ ეშიანიათ მშვიდობის და სურთ კვლავაც დაბრუნდეს გათიშულობა, კედლები და ღობეები.