ქუთაისში სატვირთო ავტომობილი აფეთქდა

ქუთაისში სატვირთო ავტომობილი აფეთქდა

ქუთაისში, საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე, რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს, აფეთქება მოხდა.

ავიასაწარმოში სატვირთო ავტომობილი აფეთქდა. ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან. შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს არ უშვებენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, არავინ არ დაშავებულა. აფეთქებას ასევე ნგრევა არ მოჰყოლია.

მომხადრ ფაქტზე მოკვლევას შს სამინისტრო აწარმოებს.