კიევის მსგავსად, საქართველოს მხარდასაჭერი აქცია ოდესაშიც გაიმართა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის მცოცავი ოკუპაციის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია ოდესაში რუსეთის საკონსულოსთან ჩატარდა.
ოდესელებმა უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირეს იმ ფაქტის გამო, რომ რუსეთის ჯარი, რომელიც საკუთარ თავს სამშვიდობოს უწოდებს, შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და ქვეყნის სიღრმეში ერთი კილომეტრით გადაიწიია. ოდესელები მიტინგზე სკანდირებდნენ: "საქართველო - ოდესა შენთანაა!", ასევე დალიეს ოკუპანტების სულის მოსახსენებელი სადღეგრძელო.
საქართველოს მხარდასაჭერი აქცია უკრაინის კიდევ ერთ ქალაქში - მარიუპოლშიც გაიმართა. აქციის მონაწილეები ქალაქის დრამატულ თეატრთან შეიკრიბნენ და ქალაქის ცენტრში გავიდნენ საქართველო-უკრაინის დროშებითა და პლაკატებით: "სტოპ რუსეთი!", "რუსეთი შორს საქართველოსგან!".