თინა ხიდაშელი:    ყველა ადამიანს აქვს მშვიდობიანი დემონსტრაციის გამართვის უფლება

თინა ხიდაშელი: ყველა ადამიანს აქვს მშვიდობიანი დემონსტრაციის გამართვის უფლება

ვისურვებდი ადამიანები, რომლებიც აქციებზე გამოდიან, ოდნავ მაინც დაემსგავსონ ადამიანებს, რომლებიც აქციებს წლების განმავლობაში ატარებდნენ – შეუძლიათ მათგან ბევრი ისწავლონ, ცუდი არ იქნება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მთავრობის კანცელარიის წინ გუშინ გამართულ აქციას.

ჟურნალისტებთან საუბრისას ხიდაშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს აქვს მშვიდობიანი დემონსტრაციის გამართვის უფლება.

"საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ჩვენი მთავარი მონაპოვარი სწორედ ეს არის. ყველა ადამიანს აქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, მათ შორის იყოს უსინდისო, იყოს პროვოკატორი, ამას ვერავინ წაართმევს, ვიდრე კანონს არ დაარღვევს", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას თინა ხიდაშელმა.