აზერბაიჯანული მხარე სომხეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 95-ჯერ დარღვევის შესახებ იუწყება

აზერბაიჯანული მხარე სომხეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 95-ჯერ დარღვევის შესახებ იუწყება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში, სომხეთის მხრიდან გასული დღე-ღამის განმავლობაში, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის შეხების ხაზის სხვადასხვა წერტილში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 95-ჯერ დარღვევის შესახებ იუწყება.

უწყების ინფორმაციით, სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს ტყვიამფრქვევებითა და 60 მილიმეტრიანი ნარმტყორცნებით.

თავდაცვის სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ მოწინააღმდეგის მიერ გახსნილი ცეცხლი აზერბაიჯანის მხრიდან საპასუხო სროლების შედეგად შეწყდა.