არასამთავრობოები ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს საკუთარ პოზიციას გააცნობენ

არასამთავრობოები ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს საკუთარ პოზიციას გააცნობენ

სასტუმრო „თბილისიმარიოტში“ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ლარის დევალვაციის საკითხზე იმსჯელეს. შეხვედრა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

როგორც "აფბას" პრეზიდენტმა ნოდარ ჭიჭინაძემ განაცხადა, შეხვედრის მიზანი იყო, ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით, კომპლექსური მიდგომები წარმოდგენილიყო.

"არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზენტაციები წარმოადგინეს. ასევე, გამორიცხული არ არის, მომავალში, ერთობლივი დოკუმენტი შეიქმნას, რათა ეროვნულო ბანკს რეკომენდაციების სახით, ჩვენი პოზიცია გავაცნოთ", - აღნიშნა ნოდარ ჭიჭინაძემ.

"აფბას" პრეზიდენტმა კომენტარი ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფასთან დაკავშირებითაც გააკეთა. ჭიჭინაძის თქმით, მთავარია საბანკო ზედამხედველობის პოლიტიკა ეფექტურად გატარდეს.

"ის, თუ რომელი ქუდის ქვეშ იქნება აღნიშნული სტრუქტურა, ვფიქრობ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს", - აღნიშნა "აფბას" პრეზიდენტმა.