ან ტიმოშენკო მონაწილეობას მიიღებს რადას არჩევნებში, ან უკრაინა არასდროს არ შევა ევროკავშირში

ან ტიმოშენკო მონაწილეობას მიიღებს რადას არჩევნებში, ან უკრაინა არასდროს არ შევა ევროკავშირში

თუკი შემოდგომაზე დაგეგმილი უმაღლესი რადას არჩევნები არ იქნება დემოკრატიული,  ევროპაში ბევრს ეს გაუხარდება იმდენად, რამდენადაც უკრაინა ევროკავშირში შესვლის უკანასკნელ შანსსაც დაკარგავს.

საგარეო საქმეთა მინისტრი, პოლიშ რადოსლავ სიკორსკი გამორიცხავს უკრაინის ევროკავშირში შესვლას იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნები არადემოკრატიული იქნება.

ამის შესახებ მან „5 канал“-ის ეთერში განაცხადა 9 თებერვალს.

„ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ უკრაინა მომავალში ევროკავშირის წევრობის შანსს დაკარგავს. ჩვენთან არ არის მიღებული არადემოკრატიული ქვეყნების წევრად მიღება ევროკავშირში“ - განაცხადა სიკორსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ როდესაც პოლონეთმა მოინდომა ევროკავშირისა და ნატოს წევრობა, ბევრმა ქვეყანამ არ დაუჭირა ამას მხარი და იმისთვის, რომ მიეღწიათ კომპრომისისთვის, ქვეყანას ბევრის დათმობა მოუწია.

მინისტრმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ევროპული ორიენტაცია ნაციონალური მიზანი უნდა გახდეს ინტეგრაციის წარმატებისთვის.

„თუკი თქვენ ამ მიმართულებას აირჩევთ, უკაცრავად რომ ამას ვამბობ, მაგრამ ბევრს ევროპაში ეს მხოლოდ გაუხარდება“- განაცხადა მან.

სიკორსკის სიტყვებით ევროკავშირის წევრობა ბევრ პრივილეგიას გულისხმობს: ევროკავშირის ბაზარზე ხელმისაწვდომობა, ევროკავშირის სახსრების გამოყენების შესაძლებლობა სუბსიდიებისთვს, ვეტოს უფლება პოლიტიკური  გადაწყვეტილებების მიღებისას და ა.შ

შეგახსენებთ, რომ ადრე ევროკავშირმა და ა.შ.შ-მ გამოთქვა იმედი, რომ რადაში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება.

საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალობის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობაში ყოფნის ერთ-ერთი პირობად მათ ყველა ოპოზიციური ლიდერის მონაწილეობა დაასახელეს.

რადას არჩევნები 28 ოქტომბერს არის დაგეგმილი.