რას მიიღებს საქართველო ნატოს სამიტზე?

რას მიიღებს საქართველო ნატოს სამიტზე?


ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივები, რომლებიც 2008 წლის ქართულ-რუსული ომის შემდეგ თითქოს აღარ არსებობდა, როგორც ჩანს, გამოსწორდა. ნატომ ამ ბოლო დროს შეცვალა საქართველოსთან დაკავშირებული რიტორიკა და ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანასთან ერთად პირველად უწოდა მას ”კანდიდატი”. აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საქართველომ განახორციელა ”მნიშვნელოვანი პროგრესი”, რაც უნდა აღიარონ ჩიკაგოში, ნატოს მაისის სამიტზე.

მაშ რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი? საქართველოს ისევ აქვს ნატოში გაწევრიანების შანსი? EurasiaNet-ის მთავარ გვერდზე გამოქვეყნებული სტატია განმარტავს, რომ რეალურად არა აქვს: პრეზიდენტმა ობამამ ქართველ კოლეგასთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნატოში გაწევრიანების აღსაწერად წარმოთქვა სიტყვა ”საბოლოოდ”, რაც იმის ვარაუდს აჩენს, რომ ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში. და იმ შემთხვევაშიც კი, თუ თეთრი სახლი ისევ ისეთივე სიმტკიცით დაუჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას, როგორც ამას პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია აკეთებდა 2008 წლის ომამდე, პოზიცია დიდი ევროპული ქვეყნებისა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს შეყვანას ნატოში, მაინც პრობლემად რჩება.

EurasiaNet-ში ციტირებულ სამხედრო ჩინოვნიკს საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტი ჰქონდა სათქმელი (თუმცა წერილში ამისთვის ადგილი აღარ დარჩა). გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, წმინდა გრაალია საქართველოსთვის, მაგრამ მიუღწეველი. ამ საკითხს სამიტზე უბრალოდ არ განიხილავენ: გაიხსენეთ, რომ ეს მაისში ხდება, იმ წლის მაისში, როდესაც არჩევნები უნდა ჩატარდეს. ”ეს ამერიკის საშინაო პოლიტიკის საკითხია, ასე რომ სამიტი კარგად უნდა ჩატარდეს. ჩვენ ისეთი ზედახორა, როგორიც 2008 წელს გვქონდა, აღარ გვჭირდება – დაპირისპირება ჩვენსა და გერმანელებს, პრო-ქართულ ბანაკსა და მათ შორის, ვინც საქართველოს საკითხთან დაკავშირებით დიდად მონდომებული არ არის, ასე რომ საქართველოს საკითხი არ დადგება დღის წესრიგში” განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

მაგრამ ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობა გამოსწორდა, ხოლო აშშ მადლიერია საქართველოსი რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით მისი კონსტრუქციული დამოკიდებულების გამო. ”ჰოდა, როგორ უნდა მოვახერხოთ საქართველოსთვის ჩვენი მადლიერების დემონსტრირება, როგორ მოვახერხოთ მათი დაჯილდოვება, თან ისე, რომ რუსეთთან ურთიერთობათა გადატვირთვაც არ წავახდინოთ”, იკითხა ოფიციალურმა პირმა. ”რა ენით უნდა ილაპარაკო იმითვის, რომ საქართველოს დაეხმარო, შეუნარჩუნო გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი, ბუქარესტის სამიტის განცხადებების რელევანტობა? აი ამგვარ პრობლემებს ერკინებიან ისინი (ადმინისტრაცია).

შეიძლება გადაიდგას რამდენიმე სიმბოლური, მაგრამ არაარსებითი ნაბიჯი:”როგორ უნდა ჩამოაყალიბო რიტორიკა ისე, რომ მათი სტატუსი აამაღლო, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განახორციელო? საქართველო-ნატოს კომისიას ამატებ რაღაცას ახალს და ამით ადასტურებ პროგრესს? ყოველწლიურ ნაციონალურ პროგრამას აახლებ და აკეთებ იმას, რაც ჯერ არ გაკეთებულა? აი სწორედ ამას ცდილობენ ისინი.”

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელსაც ველაპარაკე, დამეთანხმა, მაგრამ გვითხრა, რომ ამ ქმედებათა მიზანი რუსეთის დაშოშმინება კი არ არის, არამედ ის, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს არ აწყენინონ. უკეთეობის ნიშანი იმისთვის, რომ პროგრესი ვაჩვენოთ ის იქნება თუ ”ჩვენი ალიანსის ურთიერთობის გამო ცოტას გავიღებთ.” განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. რუსეთი დიდად არაა შეწუხებული იმ სვლებით, რომელიც გაკეთდა, თქვა მან

მაგრამ ამ ტიპის მოვლენები რუსებს ძალიან აღიზიანებთ. რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა გაანალიზა თბილისსა და ვაშინგტონს შორის ეს ოდნავ დამთბარი ურთიერთობები და ხმამაღლა გააფრთხილა სააკაშვილი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეჭრის ნებისმიერი შემდგომი მცდელობის გამო.

”(სამხედრო ბაზები) ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ მათ ძალუძთ ამ ორი პატარა სახელმწიფოსა და რუსეთის ინტერესების დაცვა განსაკუთრებული ძალით. შეიარაღება (ამ ბაზებში) საკმარისია იმისთვის, რომ ნებისმიერ თავდამსხმელს ძალიან დიდი ზიანი მიაყენონ და ეს მათ იციან, ეს არანორმალურ სააკაშვილსაც კი კარგად ესმის,” განაცხადა მედვედევმა მხარდამჭერებთან შეხვედრისას მოსკოვთან მდებარე თავის რეზიდენციაში.

მედვედევმა ეს განცხადებები გააკეთა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მონაწილემ მას სინანულით უთხრა, რომ თუნცა 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა მოახერხა დაეწესებინა ”არაფორმარული ემბარგო” იარაღის მიწოდებაზე საქართველოსთვის, სიტუაცია ახლა შეიცვალა და საქართველომ ”განაახლა შეიარაღების შესყიდვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ მონაწილემ ისიც თქვა, რომ ზოგიერთის აზრით, რუსეთი დახუჭავს თვალს საქართველოს გადაიარაღებაზე, ხოლო საქართველო ხელს არ შეუშლის რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.

ნეტა, დახურულ კარს მიღმა რაღა ითქმის ხოლმე.
foreignpress.ge