„ვინც თავის მომავალს “ქართულ ოცნებაში” ვერ იპოვნის, მას სხვაგან მოძებნის”

„ვინც თავის მომავალს “ქართულ ოცნებაში” ვერ იპოვნის, მას სხვაგან მოძებნის”

„ძალთა ისეთი განლაგების პირობებში, როგორიც დღეს არის, ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ აქვს. ბიძინა ივანიშვილის კოალიციის გამარჯვების შანსი დღევანდელი შემადგებლობითა და სტრატეგიით 30-35 % ია _ მოვლენების განვითარების ერთ-ერთ სცენარი ამგვარად დაგვიხატა არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორმა კახა კახიშვილმა, რომელთან საუბარიც ვენეციის კომისიის მდივანის ტომას მერკერტის ამას წინანდელ განაცხადებაზე დავიწყეთ. 

მერკეტმა ბრძანა _  “მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებების შესახებ კანონისტექსტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, მნიშვნელოვნად შეცვლილი იყო (ეს ცვლილებები პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ დამატებით შეზღუდვებს შეეხება) იმ  ტექსტთან შედარებით, რომელიც ვენეციის კომისიაში გაიგზავნაო.

- მანკიერი პრაქტიკაა, რომ ინგლისურენოვან ვარიანტში ნებსით თუ უნებლიდ შეცდომებია ხოლმე. არაერთხელ ვყოფილვართ იმის მომსწრენი, რომდესაც ჩვენ გადაგვითარგმნია რაიმე დოკუმენტი და აღმოგვიჩენია, რომ მანამდე არსებული ოფიაციალური თარგმანი არასწორი იყო. როდესაც პარლამენტმა თავის ვებგვერდზე ახალი საარჩევნო კოდექსი გამოფინა, იქ იყო ერთი პუნქტი: არჩევნებში გამარჯვებულ სუბიექტს ხმები უბათილდება და ხელახალი არჩევნები ინიშნება, თუ ნარკოლოგიურმა დეპარტამენტმა დროულად არ წარუდგინა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ცნობა გამარჯვებული სუბიექტის ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ. ინგლისურ ვარიანტში ეს მუხლი არ იყო. ახლაც ანალოგიური რამ მოხდა. პარტიების დაფინანსების შესახებ ვენეციის კომისიაში გაგზავნილი პროექტი მოგვიანებით პარლამენტის გადაწყვეტილებით გამკაცრდა. სხვათა შორის, ვენეციის კომისიის დასკვნაც არ იყო ისეთი დადებითი, როგორც ეს მედიით გაშუქდა. ასეთი მანიპულაციები, რომლითაც  მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ, არაერთხელ გვინახავს. 

მიხეილ სააკაშვილის აშშ-ში ვიზიტის შემდეგ  არ გამორიცხავენ მორიგ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც სააკაშვილს ძალაუფლების შეუნარჩუნებს.

- დღევანდელი კონსტიტუციაც იძლევა საშუალებას, რომ სააკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე იქნას არჩეული. მმართველი პარტია და მისი დღევანდელი თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი რომ არსად აპირებენ წასვლას, ნათელია. 30 იანვარს, როდესაც სააკაშვილს ობამასთან შეხვერა ჰქონდა, გამოქვეყნდა „გრინბერგის“ კვლევა, რომლის მიზანიც იყო იმის დადასტურება, რომ სააკაშვილი უალტერნატივო ლიდერია და მის პარტიას გამოკითხულთა 65% უჭერს მხარს. ეს არის პოლიტიკური ტექნოლოგია მიმართული იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ ეგონოს - სააკაშვილს დიდი მხადაჭერა აქვს. ობამასთან შეხვედრისას სააკაშვილმა თქვა, - საქართველო გადადის ახალ ეტაზე, როდესაც იქნება ძლიერი საპარლამენტო ხელისუფლება. ეს ნიშნავს, რომ ის, სავარაუდოდ, პარლამენტის თავმჯდომარეობას აპირებს. ამ შემთხვევაში, მას ორი ვარიანტი აქვს: გადადგეს და სათავეში ჩაუდგეს „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ან 2013 წელს, საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ, რომელიმე ოლქში, იყაროს კენჭი მაჟორიტარად, შევიდეს პარალამენტში და მერე პარტიამ წარადგინოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე. დამეთანხმებით, რომ ასეთი ვარიანტისთვის 2012 დან 2013 წლამდე ნაციონალური მოძრაობა დროებით პარლამენტის თავმჯდომარეს კი შეარჩევს.

თქვენი აზრით, რომელ ოლქში იყრის კენჭს სააკაშვილი?

- სააკაშვილის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ტექნოლოგები ურჩევენ, თბილისის რომელიმე საარჩევნო ოლქს, მაგალითად ისნის, სამგორის ან გლდანის. ვინაიდან 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო და 2009 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ცესკოს მონაცემებით მან და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუსტად ამ საარჩევნი ოლქებში მოიპოვეს დიდი რაოდენობის ხმები. სააკაშვილი ძლიერი პოლიტტექნოლოგია. ის ოპოზიას არ აალაპარაკებს, - პუტინის გზას დაადგაო. მისთვის პრემიერობაზე კომფორტული პარლამენტის თავმჯდომარეობაა.

თუმცა, ბევრს ეჭვი ეპარება სააკაშვილი 5 საათის განმავლობაში დარბაზში (ერთ ადგილას) იჯდეს და სხდომა მიჰყავდეს

- პრემიერ მინისტრის თანამდებობა მოითხოვს ყოველწუთიერ შრომას და პასუხისმგებლობას, რაც სააკაშვილს მაინც და მაინც არ მოხიბლავს, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ზარზეიმით გახსნის სხდომას და როდესაც მოუნდება მაშინ გაუძღვება. არ არის გამორიცხული, რომ დაიბაროს კოალიციური მთავრობის წევრები და მოსახლეობის დასანახად დატუქსოს კიდეც, ხოლო მოუცლელობის შემთხვევაში, ვიცე-სპიკერები შეასრულებენ მის მოვალეობას. ამასთან ქუთაისში გადატანილი პარლამეტის პირობებში დღევანდელ პრეზიდენტის სასახლეს გადაარქმევს პარლამენტის თავმჯდომარის რეზიდენციას. იქ ისევ კომფორტულად იგძნობს თავს და არც მოგზაურობებს  მოიკლებს. დღევანდელი გადასახედიდან, ნათლად ჩანს, რომ სააკაშვილი წინასაარჩევნო კამპანის ეწევა, საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე ფიქრობს და არა პოლიტიკიდან წასვლაზე.  

მაგრამ ახალ პარალმეტში ივანიშვილის გუნდი 2/3-ით მოსვლას გეგმავს, რაც სააკაშვილის შანსს ამცირებს.

- თუ ოპოზიციურ ფლაგნზე ძალთა განლაგება ისეთივე დარჩა, როგორიც დღეს არის, არ გამოვრიხცავ 2012 წლის არჩევნებზე ივანიშვილის კოლიცია გავიდეს მეორე ადგილზე და შემდგომში, რამდენიმე პარტიამ დააკომპლექტოს კოალიციური მთავრობა. ოპოზიციურ პარტიებს დაუთმობენ უმნიშვნელო სამინისტროებს, ძირითადი სამინისტროები ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“ დარჩება, ხოლო აშშ-ს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას კვლავ გაიმეორებს, რომ მან და მისმა გუნდმა ჩაატარეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები დემოკრატიის გაღრმავების თვალსაზრისით და ამ მხრივ, რეგიონის ლიდერი ხართო. თუ სარქისიანი და ალიევი ნათესავებს ნიშნავენ თანამდებობებზე, სააკაშვილზე იტყვიან, - სამინისტროები ოპოზიციას დაუთმოო. ამდაგვარი რამ უკვე განხორციელდა საპარლამენტო და  ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, როდესაც ოპოზიციურ პარტიებს, დასავლეთის დასანახად, დაუთმო ვიცე-სპიკერების, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილის და რამდენიმე კომიტეტი. მაგრამ თუ ოპოზიცია სოფლის მეურნეობის სამინისტოსს ან ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ სააგენტოს ხელმღანელის (პირობითად) თანამდებობებით დაკმაყოფილდება, ვერანაირ შედეგს ვერ აჩვენებს და ხალხს მათდამი უკმაყოფილება და უნდობლობა გაუღრმავდება - სკამებისთვის იბრძოლესო.

არსებობს შეხედულება, რომ სააკაშვილისა და მისი გარემოცვისთვის ძალაუფლების შენარჩუნება ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების გარანტიაა და თუნდაც ამიტომ, იბრძოლებენ ხელისუფლებაში დასარჩენადო

- ყველა კვლევა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით არის გაკეთებული აჩვენებს, რომ სააკაშვილის რეიტინგი რამდენიმე პროცენტით აღემატება მისი პარტიის რეიტინგს. ეს გაკეთებულია იმისათვის, რომ პარტიულმა ლიდერებმა იცოდნენ, სააკაშვილი უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე პარტია და საკუთარ თავზე არ შეექმნათ დიდი წარმოდგენა. 2013 წელი სააკაშვილისთვის ძალიან სერიოზული წელი იქნება, რადგან მის პარტიას მოუწევს ფორმალური პრეზიდენტის დასახელება. სააკაშვილმა ამ შემთხვევაშიც დაიზღვია თავი და შემოიღო ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საკონსტიტუციო ცვლიებებისათვის პარლამენტის დეპუტატების ხმების 3/4  იქნება საჭირო. ეს ერთგავარი პრევანციაა, რომ ახალი პრეზიდენტი არ შეეკრას რომელიმე ოპოზიციურ ძალას სააკაშვილის საწინააღმდეგოდ და არ შეცვალოს კონსტიტუცია ისე, რომ საააკშვილი უუფლებო პარლამენტის თავმჯდომარე გახდეს.

რა რესურსი აქვს ხელისუფლებას არჩევნების მოსაგებად?

- პირველ რიგში, ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს აამუშავებს (და უკვე ამუშავებს კიდეც). თუ ჩართავთ ნებისმიერ სამათვრობო ან სამთავრობო პირებთან ასოცირებულ არხს, მთელი საინფორმაციო გადაცემების ¾ ეთმობა სააკაშვილს (ან სამთავრობო გუნდს) და მის პოზიტივში ჩვენებას. დროის 1/4 კი ეთმობა ოპოზიციის ნეგატიურად გაშუქებას. გამგებლების ჩართვა საარჩევნო პროცესში, ვაუჩერიზაცია, უფასო კბილების პროგრამა, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთათვის ხელფასების მომატება, ეს, ყველაფერი ხელისუფლების სასარგებლოდ იმუშავებს. გარდა ამისა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ეძლევათ პატიმრებს. ხომ გასაგებია პატიმარი ვისაც მისცემს ხმას და ეს იმიტომ არ მოხდება, რომ მათ გული უსკდებათ სააკშვილის სიყვარულით. როდესაც ციხეში უადგილო ადგილას სიგარეტის მოწევის, ან ბადრაგის ცუდ ხასიათზე ყოფნის გამო შეიძლება პატიმარი გაილახოს, მისთვის ხმის მიცემის უფლება სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

ხელისუფლებას ასევე აქვს ბევრი რესურსი, რომ ოპოზიციაში დაპირისპირები გამოწივიოს და ეს უკვე ჩანს კიდეც. ის ეცდება დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატები დაუპირისპიროს  ოპოზიციური პარტიების მაჟორიტარ კანდიდატებს. ამასთან, მას ხელთ აქვს საკმარისი ბერკეტი ოპოზიცურ პარტიებს შორისაც კი მოახდინოს დესტრუქცია. აქვე მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ მაჟორიტარული კორპუსი არ იგებს არჩევნებს. ისიც გასათვალისწინებელია, როგორ გადანაწილდება პარტიული ხმები იმ ოლქებში, სადაც არ იქნება წარდგენილი კოალიციის კანდიდატი და ასპარეზი დაეთმობა სხვა ოპოზიციურ გაერთიანებას. მაგალითად, რომელ პარტიულ ხმებზე იმუშავებს სხვა ოპოზიციური პარტიიდან წარდგენილი მაჟორიტარი? თუ მან საარჩევნო კამპანიის დროს, საკუთარი პარტიის მხარდამჭერი კამპანია აწარმოა, ეს ზუსტადაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციონერები ერთმანეთს წაართმევენ პარტიულ ხმებს, რაც აისახება პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ  შედეგებზე.

ან მეორე ვარიანტია, კოალიცია და რამდენიმე ოპოზიციური პარტია შეთანმხდებიან ერთიან მაჟორიტარულ კანდიდატზე, მაგრამ იმ პირობით, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემით მათმა პარტიებმა მონაწილეობა არ მიიღონ არჩევნებში. რთული არ არის პროგნოზირება რამდენად მისაღები იქნება ასეთი გადაწყვეტილება პარტიის წევრებისათვის, რომელთაც ეტყვიან მხოლოდ თქვენი ლიდერის შესაძლო გადეპუტატობით დაკმაყოფილდითო.

ამასთან ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად, მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებაში, რომლებიც ორინეტირებულები იქნებიან ოპოზიციურად განწყობილი სხვა გემოვნების ამომრჩეველზე. ყველა მექანიზმი იქნება გამოყენებული ოპოზიციური ამომრჩევლის ხმების გასახლეჩად და საიმისოდ, რომ ასეთი ტიპის ამომრჩეველი საერთოდ არ მივიდეს საარჩევნო უბანზე ოპოზციისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულების ან გამარჯვების რწმენის  დაკარგვის გამო. როდესაც ოპოზიციური ძალა აცხადებს, რომ პარლამენტში 2/3-ით მოვა და ასე არ მოხდება, ეს მეტ ნიჰილიზმში ჩააგდებს ამომრჩეველს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. თუ ბიძინა ივანიშვილის გარშემო ფართო კოალიცია არ შეიქმნა, დაახლოებით შემიძლია გითხრათ რამდენი პოლიტიკური ცენტრიც გამოჩდება: „ნაციონალური მოძრაობა“, ქრისტიან-დემოკრატები, ლეიბორისტები, ახალი მემარჯვენეები, კუკავა-ბურჯანაძე-გაჩეჩილაძის კოალიცია, არჩევნებზე წავლენ ასევე „მრეწველები“, „ევროპული დემოკრატები“, ეროვნულ დემოკრატიული პარტია და მინდია გულუას ახალშექმნილი პარტიაც. არ არის გამორიცხული, რომ ამ პარტიებმაც შექმნან საარჩევნო ბლოკები, ამასთან არჩევნების წინ სხვა პარტიებიც გააქტიურდენიან და ოპოზიციურ ფლანგზე აუცილებლად მივიღებთ 8-10 საარჩევნო სუბიექტს.

ივანიშვილის გუნდში ფიქრობენ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებისთვის ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაო იბრძოლებენ, დანრჩენების ამოცანა კი მხოლოდ  ბარიერის გადალახვა იქნება.

- ამ ვერსიის მომხრეებს ის ავიწყდებათ, ის რაც ზემოთ ავღნიშნე. როდესაც მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიცია და დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატები იბრძოლებენ ერთი საარჩევნო ოლქში ხმების მოპოვებაზე, ხმებს მხოლოდ ერთმანეთს წაართმევენ, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველი და  30%-იანი მაჟორიტარული ბარიერის პირობებში თითქმის ყველა საარჩევნო ოლქს მოიგებს ხელისუფლება. ასეთი მაგალითი ბევრი გვინახავს განვლილ საპარლამენტო არჩევნებში.

მივაქციოთ ყურადღება იმასაც, რომ ივანიშვილის კოალიციაში დასავლეთზე ორიენტირებული ძალები არიან. თუ გავაანალიზებთ იმას, რომ 2011 წელს საქართველოში 12 %-ით გაიზარდა რუსეთიდან ფულადი გზავნილები ეს ნიშნავს, რომ ან 12%-ით მეტი ქართველი ჩავიდა რუსეთში, ან იქ მყოფმა ქართველებმა 12%-ით მეტი ფული იშოვნეს და გამოუგზავნეს თავიანთ ოჯახებს, რაც თავისთავად იმის წინაპირობაა, რომ მათი ოჯახები ორიენტირებულები იქნებიან რუსეთთან ურთიერთობის დათბობაზე და ამ ხალხის ხმები იმ პარტიებზე გადანაწილდება, რომელიც რუსეთთან  ურთიერთობის დალაგებაზე საუბრობენ და არა ივანიშვილის მკვეთრად პროდასავლურ გუნდზე.

ივანიშვილის პარტნიორები ვარაუდობენ, რომ ყველა ოპოზიციური ძალა ერთად 20%-ზე მეტს ვერ წაართმევს ივანიშვილს და არ გამორიცხავენ კოალიციის შექმნას პარლამენტში შესულ სხვა ოპოზიციურ ძალებთან.

- როდესაც დღეს ვერ ქმიან კოლიციას და ერთიან საარჩევნო ყულაბაზე ვერ თანხმდებიან, რთულად წარმომიგენია, რომ  პარლამენტში შესულმა ფრაქციებმა კოლიციურად დაიწყონ რეალური მუშაობა. შესაძლებელია, პარლამენტში ვიზუალურად ვინმეს მოეჩვენოს, რომ ოპოზიციური ძალები ერთად იქნებიან, მაგრამ პრინციპულ საკითხებში ვინ რა როლს ითამაშებს,  საკითხავია. ასე რომ, მთლად პარლამენტის მომავალი ერთობის იმედი ნუ ექნებათ. იმის მაგალითებიც არსებობს, რომ ბევრი პოლიტიკოსი, რომლებიც პარლამენტში შესვლამდე რადიკალიზმით გამოირჩეოდნენ, პარლამენტარის თბილმა და კომფორტულმა სავარძელმა სრულიად სხვა ამპლუაში დაგვანახა. ამიტომაც გაუგებარია, როდესაც ოპოზიციური ძალები  ასეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ არ ერთიანდებიან. პარლამენტში კოალიციის შექმნა მეეჭვება. კოალიციის საკითხი დღეს არის გადასაწყვეტი. მესმის, რომ ძალიან კარგად გრძნობენ თავს ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც უკვე ივანიშვილის კოალიციაში აღმოჩნდენ, ბატონმა ბიძინამ მათი რეიტიგი საგრძნობლად გააცოცხლა და ფინანსურადაც უზრუნველყო ისინი, მაგრამ მათ უნდა დაძლიონ ვიწრო პარტიული ინტერესი და იფიქრონ იმაზე, რომ მოსახლეობამ იგრძნოს შვება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მცდარი პოზიციაა, - მოდი, ახლა არავის მივიკარებთ, პარლამენტში დიდი ფრაქციით შევალთ, რამდენიმე მინისტრის პოსტსაც მოვიპოვებთ და 2013 წლის საპრეზიდენტო აჩევნებისთვის მოვემზადებით, რის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ საბოლოო დემონტაჟი მოხდებაო, - ეს იქნება კიდევ ერთი ილუზია. გამოვრიხცავ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2013 წელს უუფლებო პრეზიდენტის თანამდებობაც კი დაუთმოს ვინმეს სერიოზული ბრძოლის გარეშე, თუნდაც ამ რეკომენდაციას დასავლეთი ან აშშ აძლევდნენ. კოლიცია თუ არ გაფართოვდა, ვერანაირად ვერ მოვა უმრავლესობაში.

დღეს ჩვენ ვხედავთ ერთის მხრივ ივანიშვილის პოლიტიკურ კოალიციაში  კომფორტულად მყოფ პოლიტიკურ სუბიექტებს და მეორეს მხრივ „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანებულ საზოგადო მოღვაწეებს. სასურველია მათი რჩევები საქართველოს მომავალს ემსახურებოდეს და არა იმას, რომ საკუთარი შეუცვლელობა დაუმტკიცონ ივანიშვილს.   

თქვენთან  საუბრისას გავაკეთე პროგნოზი,  რომ ვინც კოალიცაიში არ მოხვდებოდა, ის მკვეთრ განცხადებებს გააკეთებდა ივანიშვილის გარემოცვის მიმართ, რაც აცხადდა. როდესაც კახა კუკავამ დაინახა, რომ  ვერ მოხვდებოდა კოალიციაში, საკმაოდ მკვეთრი განაცხადება გააკეთა - რესპუბლიკელებმა ქართველ ხალხს ლიდერი წაართვეს ივანიშვილის სახითო. სამომავლოდ თავის სიტყვას იტყვის ბურჯანაძეც, სხვებიც.  ლოგიკურია, რომ ისინი არ დაელოდებიან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს. იმ კოალიციაში უშეცდომო არავინაა და მათაც გაახსენებენ საკუთარ შეცდომებს. სავარაუდოდ, ხელისუფლებაც უფრო კრიტიკულად იქნება განწყობილი კოალიციისადმი, ვიდრე სხვა ოპოზიციური ძალებისადმი და არ არის გამორცხული „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების” ორთაბრძოლაში   მესამე და მეოთხე პოლიტიკურმა ცენტრებმა უფრო ადვილად აწარმოონ სარჩევნო კამპანია ვიდრე „ქართული  ოცნების“ კოალიციამ. ის, რომ ხელისუფლება გულხელდაკრეფილი არ იჯდება და არ შეუწყობს ხელს ქართული ოცნების გამარჯვებას, დაადასტურა თუნდაც საჩხერეში მომხდარმა ინციდენტმა, სადაც რამდენიმე ადამიანს ისიც კი არ აპატიეს, რომ ხმამაღლა გამოხატეს სიმპათია ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ასეთი და ბევრად მძიმე რეპრესიები შემდეგომშიც გაგრძელდება, ამიტომაც არის  საჭირო ფართო ძალების კონსოლიდაცია.

ბოლო დროს საყვედურები ისმის რესპუბლიკელების მისამართით, მაგრამ ისინი პასუხობენ - კოალიციის სუბიექტები ივანიშვილმა საკუთარი პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე შეარჩიაო

- გასაგებია, რომ კოლიციის ლიდერები არ იღებენ ივანიშვილის მაგივრად გადაწყვეტილებას, მაგრამ კარგად ვიცით რამხელა მნიშვნელობა აქვს თანაგუდელის მიერ გაწეულ რეკომენდაციას თუ დახასიათებას. სწორედ მათი რეკომენდაციებიდან  გამომდინარე იღებს ივანიშვილი გადაწყვეტილებას. მათ ბატონ ივანიშვილს ისეთი რჩევები არ უნდა მისცენ, რაც მათ კომფორტს ემსახურება და არა გამარჯვებას. ვხედავთ, რომ სწრაფად იცვლება ივანიშვილთან დაახლოებული პირების წრე. არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილის დღევანდელი ფავორიტებიც შეიცვალონ, მაგრამ გარემოცვის ასეთი ხშირი ცვლა პრობლემებს გამოიწვევს და გამარჯვებას არ წაადგება. როდესაც ადამიანს გუნდში შეიყვან და მერე გააგდებ, ის შენი მტერი ხდება და არა მხოლოდ ხმას არ მოგცემს, შეიძლება შენს საწინააღმდეგოდ იბრძოლოს კიდეც. გონიერი ადამიანი მეტრს მოყვარედ აქცევს და არა პირიქით. „ქართული ოცნების“ ასრულებაში რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. ვინც თავის მომავალს ვერ იპოვნის „ქართულ ოცნებაში“, ის ამ ოცენებას სხვაგან მოძებნის.

მინდა შევეხო ივანიშვილის კოლიაციის სახელწოდებას - „ქართული ოცნება“. როგორც ჩანს, ივანიშვილთან დაახლოებულმა პოლიტტექნოლოგებმა კარგად ვერ გათვალეს, რამდენად იმუშავებდა ეს სახელწოდება მრავალეროვან საქართველოში. „ნაციონალური მოძრაობა“ თავის არაქართველ ამომრჩეველს კარგად აუხსნის ხელისუფლებიდან მათი წასვლის შემთხვევაში რა შეიძლება დაემართოთ, მით უმეტეს ეროვნულ უმცირესობებს, ახლო წარსულში ესეთი მაგალითები ახსოვთ. 

ჩემთვის, თვალშისაცემია ის, რომ საქართველოსა და რუსეთის დღევანდელი პრემიერ-მინისტრის პოლიტტექნოლოგები ერთსა და იმავე ხერხებს იყენებენ. იმიტომაცაა, რომ ორივეს ხშირად ვხედავთ ერთსა და იგივე ადგილებში- საავადმყოფოებში, ავტომანქანის საჭესთან თუ თვითმფრინავის შტურვალთან. იმის დასტურად, რომ პუტინს კონკურენციის არ ეშინია, გამოჩნდა პრეზიდენტობის კანდიდატი მილიარდერი პროხოროვი. ეს ძალიან ჰგავს ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას, ვიმედოვნებ, რომ ბატონი ივანიშვილი ბრმად არ ენდომა თავის ტექნოლოგებს, რომლებმაც შესაძლებელია სულ სხვის ძალების ინსტრუქტაჟით მოქმედებენ და შეგნებულად არ უსახავენ. რეალურ გამარჯვებაზე ორიენტირებულ სტრატეგიას.