„ივანიშვილისთვის მეორე ადგილი გაკრეფილია“

„ივანიშვილისთვის მეორე ადგილი გაკრეფილია“

საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრისას ნათქვამი „ხელისუფლების ფორმალური (სხვა ვერსიით ოფიციალური) გადაცემა“ ისეთი ჯადოსნური ფრაზა აღმოჩნდა, რომელზეც ოპოზიციაც და სახელისუფლებო გუნდიც პოლიტიკური პროცესების განვითარების საკუთარ ვერსიებს აგებს. მაინც რა უთხრა პრეზიდენტმა ობამამ მიხეილ სააკაშვილს, ამ შეკითხვით დავიწყეთ საუბარი პარლამენტის ყოფილ წევრთან ვასილ მაღლაფერიძესთან:     

– კონტექსტიდან ამოგლეჯილად ამ ერთ წინადადებაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს, მაგრამ რადგან ამ წინადადებას ამხელა ყურადღება დაეთმო, ეს  მიუთითებს, რომ ვიღაცებს არ სურთ ისე გაიგონ ეს კონტექსტი და ვიზიტი,  როგორც სინამდვილეშია. ამ წინადადებას ვერავითარ შემთხევაში ვერ გავიგებთ ისე, რომ ობამამ სააკაშვილს უთხრა, ხელისუფლებაში დარჩიო (როგორც არ უნდა მოინდომონ, ასე ამ წინადადების გაგება შეუძლებელია). კონტექსტი ნათელი იყო და შემდგომმა მოვლენებმაც დაადასტურა, რომ სააკაშვილმა ორი ვადის შემდეგ ხელისუფლების სათავე უნდა დატოვოს. ამას მოითხოვს საქართველოში დემოკრატიის განვითარება. სააკაშვილს შეუქეს ჩატარებული რეფორები და ამავე დროს უთხრეს,  ეს დემოკრატიული კურსი რომ გაგრძელდეს, ხელისუფლებიდან უნდა წახვიდეო. ასე გაიგეს ობამას ნათქვამი ამერიკელმა ექსპერტებმა, ამერიკულმა მედიამ და გარდა ამისა გამოქვეყნდა აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელის ანგარიშშიც რომელიც ამბობს, თუ სააკაშვილმა ხელისუფლებაში დარჩენა მოინდომა, ამან შეიძლება დარტმა მიაყენოს დაძაბულობის შემცირების პერსპექტივას.

გაუგებარია, რომ ამის შემდეგ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი და ექსპერტი, მიკიბულ-მოკიბულად საუბრობს. არაფერი განსაკუთრებული არ თქმულა ამერიკაში და შეუძლებელია ის დაესკვნა ვინმეს, თითქოს, აშშ-ის რომელიმე ოფიციალიურმა პირმა ვინმეს უთხრა, – კარგი იქნება თუ მესამე ვადითად დარჩები ხელისუფლებაშიო. არ დაგავიწყდეთ ამერიკელები პუტინს სწორედ ამის გამო აკრიტიკებენ.

სააკაშვილს აქვს ორი გზა, – პირობითად პირველს ვუწოდოთ ვაშინგტონის ტრადიცია და მეორეს – პუტინის გზა. გამორიცხულია ამერიკაში პოლიტიკასთან ახლო მყოფმა ადამიანმა პუტინის გზა მოიწონოს.  

სააკაშვილმაც თქვა, პუტინი არ მოვა საქართველოში ანუ იგივე პროცესები არ იქნება საქართველოში, რაც რუსეთშიაო.  

– ამიტომაც მაკვირვებს მისი ე.წ. მომხრეების სრულიად უადგილო აჟიოტაჟი. სააკაშვილმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ არ სურს პრემიერ-მინისტრობა. ეს დაადასტურა საგარეო საქმეთა მინისტრმა და სააკაშვილის ყელმოღერებული მომხრეები რა კონტექსტში ხდიან ამას საეჭვოდ, არ ვიცი. კარგია, რომ სააკაშვილმა განაცხადა – პუტინი ვერ ვიქნებიო. ეს ნიშნავს, რომ მან ზუსტად გაიგო, მესამე ვადით ხელისუფლების სათავეში რომ არ უნდა დარჩეს.

ანუ სააკაშვილი წავა?

– სააკაშვილს ორი ვადა უმთავრდება და მის წასვალზე კითხვის ნიშანი თუ დაისვა, ეს იმას ნიშავს, რომ აქ დემოკრატია დადგება კითხვის ნიშნის სერიოზული დარტყმის ქვეშ. სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადას ასრულებს და მისი გადასაწვეტია რა საქმიანობას მიჰყოფს ხელს. როდესაც სააკაშვილი ღიად ამბობს, რომ არ იქნება პუტინი, ეს არ უნდა მივიღოთ სიტყვების თამაშად.

მაგრამ სააკაშვილი ძალიან აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას ეწევა, ასე თავის პარტიისთვის ირჯებაასევე აქამდე არ სახელდება მმართველი პარტიის პრემიერობის კანდიდატი.

– აშშ-ში ვიზიტამდე აქტიურობით შესაძლოა სააკაშვილს უნდოდა კიდევ ერთხლ წარმოეჩინა, რომ შეუცვლელია საკუთარ პარტიაში და სწორედ ის უნდა იყოს პრემიერობის კანდიდატი, მაგრამ ამ ვიზიტის შემდეგ გარკვეულ ცვლილებას უნდა ველოდოთ მის მოქდებებში. პრემიერ მინისტრად ის ვერ დარჩება, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ კონსტიტუციის ცვლილებების მოწმენი გავხდეთ. შეიძლება მოხდეს ძალაუფლების ცენტრის გადანაცვლება, ან სხვა ტიპის ცვლილებები. რადგან სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი ვერ ხდება, არ გამოვრიცხავ სხვაგან სცადოს ძალაუფლების ცენტრის გადატანა. არ არის გამორიცხული, რომ მისი გარემოცვა, რომელიც გაუგებარ კომენტარებს აკეთებს, ამას გულისხმობდეს. ეს ცვლილება თუ მოხედება, ამ ორი-სამი თვის განმავლობაში უნდა მოხდეს საგაზაფხულო სესიის განმავლობაში, მერე ეს ვეღარ მოხდება. ამას ის მაფიქრებინებს, რომ ჯერჯერობით მარტივია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, ხოლო 2013 წლიდან ეს გართულდება. ეს უნდა ვიცოდეთ და ყურადღება მივაქციოთ კოსტიტუციაში რა ტიპის ცვლილება იქნება და ხომ არ იქნება ეს დემოკრატიის ხელყოფა საქართველოში.  

ერთი თვის წინ ივარაუდეთ, რომ სააკაშვილი თანამდებობიდან გადადგებოდა, სათავაში ჩაუდგებოდანაციონალური მოძრაობის”  სიას და პარლამენტის თავჯდომარე გახდებოდა. ეს ვარაუდი აშშ-ში ვიზიტის შემდეგ ისევ ძალაშია?

– ყველაფერი დამოკიდებულია კონსტიტუციის ცვლილებაზე. პარლამენტის თავმჯდომარეობას სააკაშვილისთვის ის აზრი ჰქონდა, რომ ერთი წლის მერე პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, მაგრამ რადგან ის პემიერ-მინისტრი ვერ ხდება, ეს ვარიანტ მისთვის არასახარბიელოა. თანაც პარლამენტის თავმჯომარეობისათვის აუცილებელია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვოს. დღეს პარლამენტის თავმჯომარეს არანაირი ძალაუფლება არ აქვს და საბოლოოდ ამ სცენარის განვითარება კონსტიტუციის ცვლილებასთან არის დაკავშირებული. ეს ვნებათა ღელვა სწორედ ამისაგან არის გამოწვეული, რომ სახელისუფლებო გუნდს უნდა დარტყმის ქვეშ დააყენოს ის ნორმალური მოვლენა, რომ ორი ვადის მერე ხელისუფალი წავიდეს და ხელისუფლების სხვისთვის გადაბარებას შეეგუოს. ვინ იქნება ეს სხვა? შეიძლება ის იყოს დღევანდელი ოპოზიციის, ან ისევ სააკაშვილის გუნდის წარმომადგენელი, მაგრამ სააკაშვილი რომ აღარ უნდა იყოს, ეს სრულიად ნათელია. ეს პროცესი მიდის დღეს, მაგრამ ხდებას იმის წარმოჩენაც, რომ  სააკაშვილი ხელისუფლებაში რაღაც სხვა ფორმით უნდა დარჩეს.

გამორიცხავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ პატრიის თავმჯდომარეობას დასჯერდეს?

– მოინდომებს თუ არა პარტიის თავმჯდომარეობას, ეს სააკაშვილის გადასაწყვეტია, მაგრამ არც პარტიის და არც პარლამენტის თავმჯომარეს დღევანდელი მდგომარეობით არანაირი ძალაუფლება არ აქვს.

ანუ ვარაუდობთ, რომ პარლამენტის  თავმჯდომარეს შესაძლოა უფლებები გაეზარდოს?

– მოსალოდნელია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა.

ერთგან ბრძანეთ, ივანიშვილის გამოჩენის მერე ახალი კონსტიტუცია ხელისუფლებისთვის ბომბად იქცაო.

– როცა კონსტიტუცია შეცვალეს და გაზარდეს პრემიერის უფლებები, ეს სააკაშვილზე იყო გათვლილი. ამ კონსტიტუციამ დაასუსტა პრეზიდენტი და ანტურაჟად აქცია. პარლამენტის თავმჯდომარესაც არანაირი უფლება არ აქვს, მაგრამ უცებ შეიცვალა ვითარება და აღმოჩნდა, რომ სააკაშვილი თვითონ პრემიერი ვეღარ ხდება და სხვას (პრემიერს) უნდა გადაეცეს მთელი ძალაუფლება. სააკაშვილისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს მისი გუნდის წევრი გახდება პრემიერი თუ ბიძინა ივანიშვილი. მისთვის ისაა მტკივნეული, რომ თვითონ ვეღარ გახდება პრემიერი. ამ ვითარებაში სააკაშვილი (და მისი გარემოცვა) ცდილობს გამოსავალი იპოვოს და რაღაც სხვა ფორმით შეინარჩუნოს ძალაუფლების მექანიზმი და ბერკეტები. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ კონსტიტუციის ცვლილებით. როდესაც სააკაშვილის თანაგუნდელები ამბობენ, რომ სააკაშვილი არ იქნება პრეზიდენტი, მაგრამ იქნება სერიოზული პოლიტიკური მოთამაშე, პირდაპირ მიუთებენ კონსტიტუციის ცვლილებაზე, თორემ სააკაშვილი სხვანარად ვერ იქნება ამ პოლიტიკური სივრცის სერიოზული მოთამაშე.

წარმოგიდგენიათ რა მოხდება, გაიმარჯვოს ოპოზიციამ და შევიდეს პარლამენტში, პარლამენტიდან აირჩიონ პრემიერი და ამ დროს სააკაშვილი იყოს პრეზიდენტი?  

– ძალიან რთული ვითარება შეიქმნება. პრეზიდენტს არ შეეძლება პარლამენტის დათხოვნა, მთელი მიზეზების გამო პარლამენტსაც გაუჭირდება პრეზიდენტზე ზემოქმედება იმიტომ, რომ ისიც საკმაოდ დაცულია. ეს ერთი წელი იქნება პოზიციური ბრძოლა პრემიერთან, რაც სააკაშვილისთვის არ იქნება კარგი და სასიამოვნო. ეს არ არის ჩვეულებრივი ვითარება, როდესაც პრეზიდენტი მიდის და მაინც საპატიო პიროვნებად რჩება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოპოზიცია სააკაშვილს საკმაოდ ღიად ემუქრება მთელი რიგი ღონისძიებებით.

იქნებ ეს არ არის ოპოზიციის სწორი ტაქტიკა. რადგან ემუქრებიან, ხელისუფლებაც გამეტებით იბრძვის.

– ოპოზიციამ სულ რომ ქება-დიდება შეასხას სააკაშვილს და ოქროს ტახტის გამზადებას დაჰპირდეს, ის არ არის პატარა ბავშვი, საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია და არ მოტყუვდება არც თვითონ და არც მისი გარემოცვა. ამ გუნდისთვის ხელისუფლებაში ყოფნა უსაფრთხოების გარანტიაა. ახლა მიდის არა მარტო ძალაუფლების, არამედ უსაფრთხოებისთვის ბრძოლაც. სწორედ აქედან ვვარაუდობ, რომ სააკაშვილი იოლად არ დათმობს და რადგან პრემიერობა არ შეუძლია, უნადათ თუ არა, კონსტიტუციასთან მივლენ. როდესაც გაცხადდება, რომ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი ვერ გახდება, „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან გაუჭირდება გამარჯვება იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური არჩევნები ჩატარდება. წარმოიდგინეთ, უნდა აირჩეს პარლამენტი, რომელმაც უნდა დაასახელოს პრემიერი და ამ არჩევნებში მონაწილეობდეს პარტია, რომელიც ამბობს, რომ არ იცის ვინ არის მისი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. როგორ მიცემს ხალხი ხმას ასეთ პარტიას? ამ შემთხვევაში სააკაშვილის რეიტინგი ვერ გადავა ნაციონალურ მოძრაობაზე. სააკაშვილი თუ იტყვის პრემიერი აღარ ვიქნებიო, ხალხი ხმა მიცემს იმას, ვისაც სასურველ პრემიერად ჩათვლის. არ ვიცი ვინმე „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვისაც ისეთი რეიტინგი ჰქონდეს, რეალური შედეგის აღება მოახერხოს.  „ნაციონალური მოძრაობა“ მთლიანად სააკაშვილზე არის აწყობილი.

თუმც ოპოზიციაშიც არ ჩანს ყველაფერი იმდენად აწყობილი, ვიფიქროთ  უმრავლესობის აღებას შეძლებენო. ოპოზიციურ ფლანგზე განხეთქილება სახეზეა. გაისმა შეფასება, რესპუბლიკელებმაივანიშვილის სახით ლიდერი წაართვეს ქართველ ხალხსო. ივანიშვილის გუნდი თუ დღევანდელი შემადგენლობით წავა არჩევნებზე, რამდენად ექნება წარმატების შანსი?

– მთავარ ოპოზიციურ ძალას „ქართულ ოცნებას“ კარგი თუ ცუდი გაგებით, უკან დასახევი გზა არ აქვს. მათ თქვეს, სააკაშვილის ხელისუფლება გაკოტრდა, მას აუცილებლად შეცვლით არჩევნების გზითო და მოსახლეობას სიმშვიდისაკენ მოუწოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ამით ბევრი უკმაყოფილოა, მუხტი დააგდესო, მათ ამის თქმის უფლება ჰქონდათ, მაგრამ მათი განცხადების მერე მოსახლეობა არ ელის, რომ ეს გუნდი პარლამენტში უმრავლესობით კი არა უმცირესობით მოვიდეს. მოსახლეობა, რომელიც დღეს იმედით შესცქერის, მათ ძალიან მწარედ შეაქცევს ზურგს, მეორე ადგილის აღება მათთვის ძალიან მძიმე შედეგის მომტანი იქნება. თუ არჩევნებით ვერ მიაღწიეს გამარჯვებას, ერთადერთი გზა რჩებათ –  რადიკალიზაცია. ივანიშვილის გუნდს მოუწევს ან რადიკალიზაციის გზით წასვლა და იმ პარტიების პოზიციის გაზიარება, რომლებიც დღეს შედარებით მეორე პლანზე არიან, ან უნდა დაკმაყოფილდნენ იმ ადგილებით, რასაც არჩევნებზე მიიღებენ და პარლამენტში შევიდნენ... მაგრამ თუ ისინი პარლამენტში რამდენიმე ადგილს დასჯერდებიან, ეს მათთვის პოლიტიკური სიკვდილი იქნება. ისინი იმ პარტიების რიგში აღმოჩნდებიან, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან და მოსახლეობა მათზე არ გიჟდება. თუ ამ გუნდს რადიკალიზაციის გზით წასვლა მოუწევს, ის პოლიტიკოსები, ვინც უკანა პოზიციებზე დგანან წინა პოზიციებზე გადმოვლენ. ივანიშვილის გუნდში გამოცდილი პოლიტიკოსები არიან და ვფიქრობ, ისინი ყველა უთანხმოებას  გვერდზე გადადებენ. ისინი უნდა აცნობიერებდნენ ხალხში ამხელა იმედის გაჩენით, რამხელა ტვირთი აიღეს საკუთარ თავზე.  

ოპოზიციურ ფლანგზე ფართო კოალიციის შექმნის მოლოდინი გაქვთ?

– „ქართული ოცნება“ არის ორგანიზაცია, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა ამ პროცესზე. მას იმედით შესცქერის ანტისახელისუფლებოდ განწყობილი მოსახლეობა. თუ ის შედეგი ვერ დაიდო, რასაც ხალხი ელის და „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, ვიბძოლეთ, მაგრამ არ გამოგვივიდაო, ხალხი იმედგაცრუებული დარჩება. ამ კოალიციის სუბიექტებმა თავიანთი  პოლიტიკური რეპუტაცია სასწორზე დადეს და ეს დასაფასებელია. ისინი დღეს არა მარტო საქართველოს, არამედ საკუთარ პოლიტიკურ ბედსაც ჭედენ. არ გამოვრიცხავ, რომ დამარცხების შემთხვევაში ისინი ძალიან  მძიმე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ. ბატონმა ივანიშვილმა თქვა, – შუა გაკრეფილიაო და მისი პოლიტიკური კოალიციისთვის მეორე ადგილი გაკრეფილია. „ქართული ოცნება“ მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში ახდება. ოცნება მხოლოდ ახდენილი შეიძლება, აბა გაცრუებული ოცნება ვის რა ჯანდაბად უნდა. შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ მეორე ადგილი აიღოს? – ეს ოცნების ახდენა კი არა, კრახი იქნება.