სააკაშვილი: არაბული გაზაფხული დაამხობს რუსეთის მთავრობას

სააკაშვილი: არაბული გაზაფხული დაამხობს რუსეთის მთავრობას


რუსეთის მთავრობა ჰოსნი მუბარაქის და მუამარ ალ-გადაფის დამხობილი რეჟიმების გზას ადგას და თავად ქმნის იმის საფუძველს, რომ ხელისუფლებას ჩამოშორდეს, განუცხადა ექსკლუზიურ ინტერვიუში The Cable-ს მიხეილ სააკაშვილმა.

„მოუსმინეთ იმას, თუ რას ამბობენ თავად რუსეთის ლიდერები. ისინი ამბობენ, „ჩვენ არ ვართ ლიბია, ან ეგვიპტე, რუსეთი ამ გზით არ წავა“, განაცხადა სააკაშვილმა. „მე ეს ადრე სხვა ლიდერებისგანაც მომისმენია, საბჭოთა ლიდერებისგან. და როგორც კი თქვენ ასეთ საუბარს იწყებთ, ის წინასწარმეტყველებასავითაა, რომელიც ახდება, და შემდეგ იწყებთ სწორედ ისეთ მოქმედებას, რომელიც ხელს უწყობს ამ გზით სვლას [ხელისუფლების დაკარგვისკენ“.

რუსეთი არამხოლოდ უარს ამბობს იმაზე, რომ ყური დაუგდოს საკუთარი ხალხის მოთხოვნებს იმით, რომ ახშობს პროტესტს და ნამდვილ დემოკრატიას, არამედ იმ სახალხო რევოლუციების წინააღმდეგობას უდგას სათავეში, რომლის მოწმეც მსოფლიო ბოლო წლის განმავლობაში გახდა, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელსაც 2008 წელს ხუთდღიანი ომი ჰქონდა რუსეთთან. მისი თქმით, ამ მხრივ ბოლო და ყველაზე კარგი მაგალითი რუსეთის მხრიდან სასტიკი სირიული რეჟიმის მხარდაჭერაა, რომელსაც სათავეში უდგას პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი.

„სირია ახლა სიმბოლოა“, განაცხადა სააკაშვილმა. „[რუსები] საკუთარ თავს ლიბიასთან აიგივებდნენ, მაგრამ ჩათვალეს, რომ ლიბიაში ისინი მოა/შეიტყუეს. ??? ამიტომ ახლა ფიქრობენ, რომ თუკი სირია დაეცემა, ეს არის უკანასკნელი ბასტიონი, რომელიც დარჩა მოსკოვამდე. და სწორედ ეს არის ის დამოკიდებულება, რაც პრობლემებს შექმნის თავად რუსეთში. ეს მიდგომა სირიას არანაირად არ დაეხმარება, მაგრამ რუსეთს ნამდვილად სერიოზულად ავნებს“.

წელს, პუტინის მოსალოდნელი დაბრუნება პრეზიდენტად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მისი შემდგომი ვადისთვის დამახასიათებელი იქნება რეალური რეფორმებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, როგორც რუსეთის შიგნით, ასევე მის გარეთ, განაცხადა სააკაშვილმა.

„დასავლელებისგან განსხვავებით, რომლებიც ფიქრობენ, რომ ის ბრუნდება, საშუალო კლასმა მოსკოვში იცის, რომ ის არასდროს არსად წასულა“, განაცხადა სააკაშვილმა. „საქმე ის კი არ არის, რომ პუტინი პრეზიდენტად ბრუნდება, არამედ ის, თუ რა თქვა მან ამით. მან კი ასეთი რამ თქვა „მე ვბრუნდები, რომ შევაჩერო და ჩავახშო რეფორმების განხორციელების ნებისმიერი მცდელობა და სურვილი“ – ასე გაიგო ეს რუსეთის საშუალო კლასმა“.

შეერთებული შტატების თანამშრომლობა მოსკოვთან სასარგებლოა და „გადატვირთვის“ კურსი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ რუსეთიდან მომავალი ყველა სიგნალი იმაზე მიუთითებს, რომ ის გადატვირთამდელ პოლიტიკას უბრუნდება, დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა. მისი აზრით, რუსეთი მოქნილობას ავლენდა, სანამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში

გაწევრიანებას ცდილობდა 2011 წელს, მაგრამ ახლა მან მიზანს უკვე მიღწია და კონფრონტაციის პოლიტიკას უბრუნდება.

ამის ერთ-ერთი მაგალითია ის, რომ რუსეთი მუდმივად აღვივებს ჭორებს იმის თაობაზე, თითქოს შეერთებული შტატები ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტების განთავსებას საქართველოში გეგმავს, რაც სააკაშვილის თქმით სინამდვილეს არ შეესაბამება.

„ვლადიმერ პუტინი მუდმივად ამაზე საუბრობს. ან მას აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია აქვს, ან მიზეზს ეძებს იმისთვის, რომ საძაგელი რაღაცეები თქვას“.

The Cable-თან ინტერვიუმდე რამდენიმე წუთით ადრე, ვაშინგტონში, შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის (United States Institute of Peace) დარბაზში ხალხმრავალი აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას, სააკაშვილმა „არაბულ გაზაფხულთან“ მიმართებაში რუსეთის და თურქეთის რეაქციებს შორის სხვაობაზე ისაუბრა.

„რეგიონის ორმა ზესახელმწიფომ, ორი რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება შემოგვთავაზა. ერთი მხრივ, რუსეთის ფედერაციამ ამას ქაოტური რეაქციით და პანიკით უპასუხა და ცდილობს არსად არ დაუშვას დემოკრატიულ მოძრაობათა მიმართ ნებისმიერი საერთაშორისო მხარდაჭერა. მეორე მხრივ თურქეთი პოზიციონირებს, როგორც პოსტ-რევოლუციური ქვეყნების მოდელი“, თქვა მან.

„ერთი მხრივ, ვლადიმერ პუტინის მთავრობა სასოწარკვეთილი ცდილობს ისტორიის წინსვლის შეჩერებას. მეორე მხრივ, პრემიერ-მინისტრ ერდოღანის მთავრობა ცდილობს ჩაიხუტოს მსოფლიო რევოლუციები. ორი ძალიან განსხვავებული პრემიერ-მინისტრი“, განაცხადა მან. „შემთხვევითი არ არის ის, რომ რუსეთის გავლენა მცირდება, ხოლო თურქეთის ლიდერობა იზრდება რეგიონში ყოველდღიურად“.

სააკაშვილმა ისაუბრა ასევე იმაზე, თუ როგორ იბრძოდა საქართველო მას შემდეგ რაც გამოეყო საბჭოთა იმპერიას, ასევე იმ გაკვეთილებზე, რომელიც მას შეუძლია შესთავაზოს ახალ მთავრობებს, რომლებსაც ანალოგიური პრობლემები აქვთ.

„საქართველოს გამოცდილება არ არის მისაბაძი მოდელი ბევრი ისეთი ქვეყნისთვის, რომელმაც იცის, ან ადრე თუ გვიან გამოცდის პროგრესულ ამბოხს. ჩვენ არ გვქონდა სახელმძღვანელო, და ჩვენი მეგობრებისთვისაც არასდროს სახელმძღვანელო არ დაწერილა. ნამდვილი რევოლუცია იწყება მაშინ, როდესაც CNN-ის და BBC-ის კამერები ქვეყანას დატოვებენ. ეს რეფორმების ხანგრძლივი და რთული პროცესია“, თქვა მან.

„ეს არის გაკვეთილი და იმედის გზავნილი. გლობალურ სახელმწიფოთა ქმედებები საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ, განწირულია“.

The Cable-მა სააკაშვილს იმის შესახებაც ჰკითხა, რამდენად მოეწონა მას ენდი გარსიას მიერ შესრულებული მისი გმირი ფილმში „აგვისტოს ხუთი დღე“, რომელიც ეკრანზე 2011 წელს გამოვიდა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს ასახავს.

„ფილმის მხოლოდ ნაწილი მაქვს ნანახი, მაგრამ ვიცი ის, რომ ჩემი ინგლისური მის ინგლისურზე ოდნავ უკეთესია და ეს ძალიან დამაიმედებელია“, თქვა მან.
foreignpress.ge