ვლადიმერ სოკორი, "The Jamestown Foundation"
ბიძინა ივანიშვილი, მილიარდერი, რომელიც საქართველოში პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებას ცდილობს, საპარლამენტო არჩევნების წინ თავისი საკუთარი მოძრაობისთვის, ”ქართული ოცნება” პოლიტიკურ მოკავშირეებს აგროვებს. ახალბედა პოლიტიკოსმა, ივანიშვილმა იმით დაიწყო, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის უამრავი ფრაქცია უსარგებლოდ გამოაცხადა (მან აღიარა, რომ 2007 წლამდე ზოგიერთ მათგანს აფინანსებდა). მან უარი უთხრა აგრეთვე საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას, ქრისტიან-დემოკრატებს, რომლებიც საქართველოსთვის ოპოზიციასა და მთავრობას შორის რაციონალური მოლაპარაკებების უჩვეულო მაგალითს ქმნიან. სამაგიეროდ, ივანიშვილი მოკავშირეებად ”ახალ სახეებსა” და ”ჯანსაღ ძალებს მოიძიებს” (EDM, 2011 წლის 14, 19 ნოემბერი, 7 ნოემბერი, 19 დეკემბერი).
მაგრამ ჯერჯერობით ივანიშვილის მოკავშირეები არც ახალი პოლიტიკური ფიგურები არიან და არც თვითკმარი პარტიები. ისინი წარმოადგენენ პატარა ჯგუფებს, რომელთაც სათავეში უდგანან ვეტერანი პოლიტიკოსები და რომელთა მომავალიც ივანიშვილის დაფინანსებაზეა დამოკიდებული; და ისიც, როგორც ჩანს, მათ შესაბამისად ეპყრობა. მას ჯერ საჯაროდ მათთვის, ფორმალურად მაინც, პატივი არ მიუგია, არასდროს გაუზიარება პალტფორმა და არ მოხვედრილა მათთან ერთად ყურადღების ცენტრში. ის არც რჩევას იღებს ყველაზე გამოცდილი ადამიანებისგან, იმათგან, ვისაც შეეძლო გადაერჩინა ივანიშვილი შეცდომებისგან, რომლებსაც ის რეგულარულად უშვებს. ის ფაქტიც, რომ ივანიშვილის ოჯახმა გადაწყვიტა ”ქართული ოცნების” ლიდერის როლი ბიძინა ივანიშვილისგან მისი მეუღლისთვის, ეკატერინესთვის გადაეცა (”ქართველი მილიარდერი მოძრაობის ლიდერად ცოლს ნიშნავს, ხოლო პარლამენტი ფინანსური დაცვა შემოაქვს”, EDM, 24 იანვარი), ასევე იმაზე მიუთითებს, რომ მოძრაობის მოკავშირეებს დიდად ანგარიშს არ უწევენ. მათ შორის არის, ოთხი პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც ახლა უკვე გამოცდილი დიპლომატი თედო ჯაფარიძეც შეუერთდა (იხილეთ ქვევით).
თითქმის მაშინვე, როგორც კი ძალაუფლებისთვის მოქმედება დაიწყო (2011 წლის ოქტომბერი), ივანიშვილმა ირაკლი ალასანიას ჯგუფი ”ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები” და რესპუბლიკური პარტია (რომელსაც სათავეში ძმები ბერძენიშვილები და მეუღლეების, უსუფაშვილი-ხიდაშელის გუნდი უდგას), მოკავშირეებად დაასახელა. ეს ჯგუფები პარლამენტში სამ ადგილს ფლობენ. ისინი უწყვეტად არიან ქართულ პოლიტიკაში 1990-იანი წლებიდან. რესპუბლიკელებს არ გააჩნიათ სამთავრობო და ადმინისტრაციული გამოცდილება; ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს ისინი ძლივს გამოვიდნენ NGO გარემოდან. თანახმად ბოლო გამოკითხვისა, რომელიც ივანიშვილის მიერ დაფინანსებული საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დაკვეთით ჩატარდა, ალასანიას პარტიას მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა მხოლოდ 1.5 პროცენტი უჭერს მხარს, ხოლო რესპუბლიკელებს – 1 პროცენტზე ნაკლები.
ალასანიას, რომელიც ყველაზე ახალგაზრდაა ივანიშვილის მოკავშირეებს შორის, მაინც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს – მას ჰქონდა წარმატებული კარიერა სახელმწიფო უშიშროებაში და დიპლომატიურ სამსახურში. ის მთავრობიდან წამოვიდა 2009 წელს და ცოტა ხანს მერყეობდა რადიკალურ ოპოზიციასა და მთავრობასთან მოლაპარაკებებს შორის. მოგვიანებით, მან ადგილობრივ არჩევნებში შანსი გაუშვა ხელიდან: ხმების 19 პროცენტი აიღო თავად თვითონ თბილისში და 9 პროცენტი მიიღო მისმა ბლოკმა მთელი ქვეყნის მასშტაბით (მისი ბლოკი იმ დროს უფრო დიდი იყო, ვიდრე ახლა არის.) მის გუნდს, რომელიც მისივე კოლეგა დიპლომატებისგან შედგება, არა აქვს არც ერთი ორგანიზაცია ქვეყანაში და, როგორც ჩანს, ამაშიც ივანიშვილზეა დამოკიდებული. ალასანია მომავალ საპარლემენტო არჩევნებში სამეგრელოს რეგიონზე აპირებს ფოკუსირებას.
ალასანიას პრო-ამერიკელის რეპუტაცია და ვაშინგტონთან კონტაქტები აქვს, ამიტომ ალასანიამ სავარაუდოდ, უნდა დაარწუმნოს ისინი, ვინც წუხს ივანიშვილის გამოუცდელობაზე საგარეო პოლიტიკაში და ნატოსა და რუსეთთან დაკავშირებით მის მიერ გამოთქმულ ბუნდოვან კომენტარებზე. მიუხედავად ამ რეპუტაციიისა, ალასანიამ ოპოზიციურ რადიოში განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 2013 წლისთვის, როდესაც სააკაშვილის მეორე საპრეზიდენტო ვადა იწურება, პოლიტიკიდან წასვლას ურჩევს. (23 იანვარი, Civil Georgia, ციტატა ”მაესტროდან”)
მას შემდეგ, რაც რადიკალური არასაპარლამენტო ოპოზიცია უგულვებელყო, ივანიშვილმა ორი ასეთი ჯგუფი მაინც შეიყვანა თავისი მოკავშირეების ნუსხაში. მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის ”ახალი სახე”. ზვიად ძიძიგური, კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელი (განხეთქილების შემდეგ) მონაწილეობას იღებდა ”რეჟიმების ცვლილების” მთელ იმ სერიაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში. როგორც ჩანს, მისი დამატებითი ღირებულება ივანიშვილისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადგილით განისაზღვრება. კობა დავითაშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი, ნომინალური „ხალხის პარტიის’ ხელმძღვანელი, ძიძიგურისა და რესპუბლიკელების გუნდის ძველი მეგობარი, ასევე შეუერთდა ივანიშვილის ბანაკს.
თედო ჯაფარიძე მთლიანად სხვა კალიბრის ადამიანია. საბჭოთა ეპოქაში (1974-1989წ.წ.) ის იყო ექსპერტი საგარეო პოლიტიკის დარგში, შემდეგ საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში (1994-2002 წ.წ.) და საგარეო საქმეთა მინისტრი (2003-2004 წ.წ.). ჯაფარიძე თანამდებობიდან მოულოდნელად გაათავისუფლეს (რაც შეიძლება აიხსნას განხეთქილებით თაობებს შორის). ის 2007 წლის შემდეგ, ჯერ კიდევ დიპლომატიურ სამსახურში ყოფნისას, საჯაროდ აკრიტიკებდა მთავრობას და ბოლოს, 2011 წელს ის დიპოლომატიური სამსახურიდან დაითხოვეს. 2012 წლის 20 და 23 იანვარს ჯაფარიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ გადაწყვიტა ივანიშვილის ჯგუფში საგარეო პოლიტიკის მრჩეველი გახდეს (Open Democracy, 20 იანვარი; Civil Georgia, 23 იანვარი).
მიუხედავად იმისა, რომ პირადი ანტიპათია აშკარად ჩანდა ჯაფარიძის განცხადებებში, მან შეიძლება ივანიშვილის დილეტანტურ საქმიანობაში გარკვეული პროფესიონალიზმი შეიტანოს, შესაძლოა შიდა პოლიტიკურ საკითხებშიც კი. პასუხისმგებლობით აღსავსე ინტონაციით, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მთელი სამთავრობო პერსონალი, დაწყებული 1990 წლიდან დღემდე, საჭიროა და უნდა შენარჩუნდეს. (თუ ივანიშვილის ძალები გაიმარჯვებენ მომავალ არჩევნებში.) ტაქტიკური გამბიტი აშკარად ჩანს (მაგრამ თუ ეს საერთოდ შესაძლებელია), მაგრამ ეს ნიშნავს მზერას წარსულისკენ, 2003 წლამდე. ივანიშვილიც მენტალურად ამ დროიდან მოდის და ეს არის ივანშივილის ფენომენის განმსაზღვრელი ქვეტექსტი.
ჯაფარიძეს განცხადებაში განმეორდა თემა, რომელსაც ის თავისი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში იმეორებდა: „საქართველომ უნდა გაარკვიო რუსეთის მიზნები, „გააცნობიეროს სად ვართ ჩვენ და როგორია რუსეთთან ურთიერთობის პერსპექტივა… უნდა გამოიძებნოს გზები იმისთვის, რომ გარკვეული დონემდე რუსეთთან ურთიერთობები მოწესრიგდეს“. მაგრამ განა ეს საქართველოზეა დამოკიდებული.
foreignpress.ge
754
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85