ირა იოსებაშვილი, "The Wall Street Journl"
ახლახანს ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა ის, რომ რუსეთის პემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა შეიძლება ვერ მოიპოვოს საკმარისი ხმები ოთხ მარტს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში.
ერთ-ერთი გამოკითხვის თანახმად, პუტინი ვერ ახერხებს ხმათა 50%-ის მოგროვებას, რაც აუცილებელია პირველ ტურში გამარჯვებისთვის, მაშინ როდესაც სახელმწიფო სააგენტოს კვლევის მიხედვით, ყველაზე ძლევამოსილი რუსი პოლიტიკოსის მხარდაჭერის დონე ბოლო თვის განმავლობაში გაიზარდა – მოსახლეობის ნახევარზე მეტი მზადაა მხარი დაუჭიროს მას საპრეზიდენტო არჩევნებში – დეკემბერში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების და საპარლამენტო არჩევნების სადაო შედეგების მიუხედავად. "The Wall Street Journl"
ფონდ „საზოგადოებრივი აზრი“-ს გამოკითხვამ აჩვენა, რომ პუტინის კანდიდატურას მხარს დაუჭერდა ამომრჩევლების 45% თუკი არჩევნები უმალ ჩატარდება, რასაც მეორე ტური მოჰყვება.
მაგრამ „სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევითი ცენტრის“ მონაცემებმა პრემიერისთვის უფრო ოპტიმისტური შედეგები აჩვენა – რესპონდენტთა 52%-ის თქმით, ისინი ხმას პუტინს მისცემენ.
შესაძლოა, ფონდ „საზოგადოებრივი აზრის“ მიერ გამოქვეყნებული სხვა მონაცემები უფრო თვალსაჩინო იყოს, ის მონაცემები, რომელიც პასუხობს კითხვას „გაიზარდა თუ შემცირდა ამომრჩევლების ნდობა პუტინის მიმართ ბოლო თვის განმავლობაში?“. 2010 წელს, რესპონდენტების მხოლოდ 12% აცხადებდა პუტინისადმი ნდობის შემცირებაზე, მაგრამ შარშან მაჩვენებელმა მატება დაიწყო და პიკს ანუ 27%-ს დეკემბერში მიაღწია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლების ფონზე. ბოლო კვლევების დროს, რომელიც 12-15 იანვარს ჩატარდა, რესპონდენტების 25%-მა განაცხადა, რომ პუტინს აღარ ენდობა.
მაშინ როდესაც, სახელმწიფო სააგენტოს კვლევების თანახმად, პუტინის რეიტინგი, დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ 7 პუნქტით ამაღლდა, მისი ოპონენტების რეიტინგი უცვლელია. კომუნისტური პარტიის ლიდერ გენადი ზიუგანოვს მეორე ადგილი უკავია, მოიპოვა რა „სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევითი ცენტრის“ მონაცემებით, რესპონდენტთა 11%-ის მხარდაჭერა, რაც დეკემებრის მაჩვენებელზე 1%-ით მეტია, მაშინ როდესაც ვლადიმერ ჟირინოვსკი 9%-ით მესამე ადგილზეა.
სახელმწიფო სააგენტოს კვლევის თანახმად, მილიარდერ მიხეილ პროხოროვის რეიტინგი („ნიუ-ჯერსი ნეთს“-ის მფლობელი“) 24 დეკემბრის გამოკითხვის შედეგთან, 4%-თან შედარებით 2%-მდე შემცირდა.
„საზოგადოებრივი აზრის“ ფონდმა ოპოზიციაზე მსგავსი შედეგები აჩვენა.
პუტინის მხარდაჭერის დონე შესაძლოა გაიზარდოს, განაცხადა პარასკევს „სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელმა იმ ვარაუდით, რომ ოთხი მარტის არჩევნებში პრემიერის რეიტინგმა შეიძლება 57%-ს მიაღწიოს.
„სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევითი ცენტრის“ კვლევებში ცდომილების ზღვარი 3,4%. რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევებმა ვერ გამოვლინა სიზუსტე რუსული პოლიტიკის ხვეულებისა და ცვლილებების ილუსტრირებაში.
foreignpress.ge
697
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85