ერთ-ერთ ჩერქეზულ ფორუმზე თვითმხილველის მონათხრობი გამოქვეყნდა, რომელშიც 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს აღების აქამდე უცნობი, შემზარავი დეტალებია აღწერილი...
„წიგნები, რომლებიც ქართულ -აფხაზურ ომს (1992-1993 წწ.) ეძღვნება და რომელთა გამოცემაც აფხაზეთში მიმდინარეობს, მთელი თავები აქვს დათმობილი ნებისმიერ მცირე ინციდენტსა და ურთიერთსროლას სხვა და სხვა კუთხეში და რატომღაც ძალიან "მოკრძალებულნი" ხდებიან, როდესაც სოხუმში მდებარე მთავრობის სახლის განთავისუფლების აღწერაზე მიდგება საქმე.
"ჩვენებმა მინისტრთა საბჭოს შენობა გაათავისუფლეს!" - ეს არის მოკლე ლეიტმოტივი ყველა პუბლიკაციისა ამ თემაზე და თითქოს იქ არ ყოფილა არავითარი სასტიკი ბრძოლა, არ არსებობს არავითარი დეტალური აღწერა ამ მოვლენისა უშუალოდ იმ შტურმის მონაწილე ადამიანების მხრიდან...
იმ დღეს, 1993 წლის 27 სექტემბერს ყაბარდოელების სადაზვერვო მოიერიშე ჯგუფი მუაედ შოროვის ხელმძღვანელობით, ისევე როგორც აფხაზური არმიის სხვა შენაერთები მინისტრთა საბჭოს შენობისაკენ მიიწევდნენ. დილით, სადღაც 9 საათის შემდეგ, იმყოფებოდნენ რა ქუჩაზე, სადაც პროკურატურა იყო განლაგებული (ეს ქუჩა გვერდიდან გადის მინისტრთა საბჭოს მოედანზე) ჯგუფი რაციით გამოიძახეს და აუწყეს: "სამოცდამეჩვიდმეტე (სადაზვერვო ჯგუფის შეტყობინება), წადით მინისტრთა საბჭოს შენობისკენ. ის უკვე აღებულია".
როგორც ყაბარდოელი მოხალისეები ყვებიან მომხდარი ფაქტის სიხარული იმედგაცრულებანარევი იყო, რომ მათ ვერ მოახერხეს მონაწილეობის მიღება ესოდენ მნიშვნელოვან მოვლენაში. ისინი, დამწუხრებულები, ერთმანეთთან ლაპარაკ-ლაპარაკით მშვიდად დაიძრნენ მინისტრთა საბჭოს შენობისკენ პირდაპირი ქუჩით.
გავიდნენ რა შენობის მარჯვენა კუთხიდან მოედნის კუთხეში გაუკვირდათ კიდეც, რომ ის სიჩუმე იდგა და არავინ იყო, შტურმის არავითარი კვალი არ შეიმჩნეოდა. ამ დროს ცენტრალური კორპუსის (ყველაზე მაღალი) მაღალი სართულებიდან ჯგუფის მიმართულებით ცეცხლი ტყვიამფრქვევიდან და ავტომატიდან გაიხსნა. ამავე დროს მოხალისეებს ცეცხლი გაუხსნეს შენობის მარჯვენა ფრთის მეორე სართულიდანაც.
ჯგუფი სხვა და სხვა სამალავში დაიშალა. მათ ეგონათ, რომ მათ თავისიანებმა გაუხსნეს ცეცხლი, ვინაიდან ისინი ქართველების დანაყოფად მიიჩნიეს, მათ აფხაზური დროშის ქნევა დაიწყეს და ყვირილი: "აპსუა". მაგრამ აქ უკვე სროლაში " БРДМ-2" -ი ჩაერთო, რომელიც მოედნის ბოლოს იმალებოდა ცენტრალურ შესასვლელთან. შენობიდან მომავალი ცეცხლი გაცილებით უფრო ინტენსიური გახდა. ცხადი იყო: მინისტრთა საბჭოს შენობა ჯერ აღებული არ არის, მას ქართველების დანაყოფი ამაგრებდა.
სადაზვერვო ჯგუფმა შტურმისათვის გადაჯგუფება დაიწყო. როგორც მოხალისეები იხსენებენ, მათი იმედგაცრუებიდან კვალიც კი აღარ დარჩა. ყველა მათგანი ბრძოლის ჟინს ჰყავდა შეპყრობილი და უკვე აღარავის ეპარებოდა ეჭვი, მინისტრთა საბჭოს ისინი - ყაბარდოელები აიღებდნენ.
მოკლე ვიდეოფირზე, რომელიც შენობის მარჯვენა მხარის ფანჯრიდან არის გადაღებული მოხალისეების მიერ იერიშის დაწყებამდე ოთხი წუთით ადრე ჩანს, რომ ყაბარდოელების მეთაური მიუთითებს მთავრობის შენობაზე, რომელიც მათ ახლა უნდა აიღონ. ამ კადრებზე არ ჩანს არავინ მინისტრთა საბჭოს შენობასთან, მით უფრო არავის მიაქვს იერიში მასზე ყაბადროელებზე ადრე.
შტურმი შენობის მარჯვენა მხრიდან დაიწყო. მრავალსართულიანი შენობის ცენტრალური მაღალი სართულებიდან ურტყამდნენ მოიერიშეებს. მათი სნაიპერების განეიტრალებას ყაბადროელების სნაიპერი ხასანბი ვლიაშევი და მეტყვიამფრქვევე ასლან ბეკოვი ცდილობდნენ.
შენობის მეორე სართულის ფანჯრებიდან თავდაცვაზე გადასული მხარე ცეცხლს არ წყვეტდა. მოედანზე შესასვლელის წინ " БРДМ-2" მანევრირებდა და მოიერიშეებს "КПВТ" და "ПКТ" ნაღმმტყორცნიდან ესროდა.
ყაბარდოელ მოხალისეებს საცეცხლე მხარდაჭერა ბაგრამიანის სახელობის ბატალიონმა მისცა, რომელიც მთელი მოედნის კვეთაზე ნაღმმტყორცნიდან და ყუმბარმტყორცნიდან ისროდა. ყაბარდოელებს ასევე კარგად უშველა საზენიტო დანადგარმა "ЗУ-23-2"-მა. არტურ კარმოკოვი ღია ადგილზე გავარდა და "РПГ-7"-დან "БРДМ-2"-ს ესროლა, თუმცა იმავდროულად მას ყელში მაღლიდან ნასროლი სნაიპერის ტყვია მოხვდა. უკვე დაახლოებით 30 წუთი მიმდინარეობდა ბრძოლა იმისათვის, რომ არტური ცეცხლიდან გამოგვეყვანა. როდესაც ეს მოხერხდა, ახლომდებარე ძველი "მოსკვიჩით" იგი სანიტარულ ნაწილში გააქანა სულტან ალაკაევმა. მაგრამ კარმოკოვი მოკვდა. ამის შესახებ ჯგუფს რაციით აცნობეს.
ამავდროულად ფშეუნოვმა ახმედმა და შოროვმა მუაედმა შეძლეს მოედნის გაღმა მყოფი აფხაზურ დანაყოფებამდე მიღწევა და მათ შტურმზე შეერთება მოსთხოვეს. თუმცა მათ მხარი არ დაუჭირეს. მაშინ, წამოიღეს რა ნაღმტყოცნის 10-12 გასროლა და სხვა საბრძოლო მასალა ყაბარდოელები თავის ჯგუფთან დაბრუნდნენ. შტურმი ახალი ძალით განახლდა. მას შემდეგ რაც კარმოკოვის სიკვდილის შესახებ გაიგეს ყაბარდოელები უკვე შენობას არ ზოგავდნენ. წინ წავიდა "შმელი", რომელიც აქამდე მსხვილი ხანძრების თავიდან ასაცილებლად არ გამოიყენებოდა.
მოხერხდა მარჯვენა ფრთის დაკავება და გაცილებით უფრო გაიოლდა საქმე, ვინაიდან უკვე არავინ არ ურტყამდა ჯგუფს გვერდიდან. მოწინააღმდეგე თანდათანობით შენობის მარცხენა ფრთაში გადადიოდა და იქიდან სხნიდა ცეცხლს. ამ დროს მოსულმა აფხაზურმა ტანკმა შენობის მიმართულებით რამდენჯერმე ისროლა, მაგრამ მერე უკან დაიხია, ვინაიდან იგი შესაძლოა ზემოდან აეფეთქებინათ.
რამდენიმესაათიანი შტურმის შემდეგ თავდაცვაზე გადასული მოწინააღმდეგის მხრიდან ცეცხლი შესუსტდა, ცხადი იყო, რომ მათ დიდი დანაკარგი განიცადეს. ოთხნახევარი საათის იერიშის დაწყების შემდეგ მინისტრთა საბჭოს შენობაზე მეორე სართულის ერთ ერთი ფანჯრიდან თეთრი პირსახოცი გამოფინეს. თანდათან ცეცხლი ორივე მხრიდან შეწყდა. რამდენიმე წუთის შემდეგ იქიდან გამოვიდა ფორმიანი ადამიანი, მაგრამ იარაღის გარეშე და ხელში აწეული თეთრი პირსახოცით.
მასთან მოედანზე, ასევე იარაღის გარეშე მივიდნენ შიხალიევი ანატოლი და შოროვი მუაედი.
დანარჩენებს, მოერიშეებსაც და შენობაში მყოფი თავდაცვაზე გადასულებსაც ერთმანეთი მიზანში ჰყავდათ ამოღებული. გარეთ გამოსულმა სადაზვერვო ჯგუფს ჟ. შარტავას წინადადება გადასცა მისცენ მათ დერეფანი, რომლითაც ისინი მალე გავლენ ქალაქიდან. თუმცა მას უპასუხეს, რომ მისაღებია მხოლოდ ერთი პირობა: ცოცხლად დარჩენილები ტყვედ ბარდებიან, დაჭრილებს აღმოეჩინებათ დახმარება და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში 15 წუთის შემდეგ შტურმი განახლდება და მათ ყველას გაანადგურებენ.
დაახლოებით 15-20 წუთს შემდეგ იგივე ადამიანი გამოვიდა თეთრი პირსახოცით და თქვა, რომ შარტავა მხოლოდ ყაბარდოელებს ჩაბარდება. შიხალიევმა და შოროვმა გაიცინეს და თქვეს, რომ მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმს მხოლოდ ყაბარდოელები ახორციელებდნენ.
მაშინ მოხალისეები, ერთმანეთის დაცვით, ამ ადამიანთან ერთად მეორე სართულზე ავიდნენ, იქ 25 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი ერთ ოთახში იყვნენ. ქართველმა სპეცნაზელებმა და მთავრობის წევრებმა იარაღისა და ამუნიციის დალაგება იატაკზე დაიწყეს.
"რომელია აქ შარტავა?", - კითხვა დასვა მუაედ შოროვმა. მან უპასუხა. "თქვენ დაპატიმრებული ხართ". ჟიული შარტავამ სთხოვა მას თავი წარმოედგინა, ვინ იყვანდა მას ტყვედ. "ყაბარდოელების ჯგუფის მეთაური, აფხაზური არმიის მაიორი შოროვი", - უპასუხა მუაედმა. შარტავამ მას თავისი იარაღი მისცა - ვერცხლისფერი გენერლის პისტოლეტი და მოკლე ავტომატი - ასევე საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრის მოწმობა.
ხარაგაჟეევ აზამატს თავისი მოწმობა სოხუმის ქართველმა მერმა გურამ გაბესკირიამ ჩააბარა. ყველა ეს დოკუმენტი, როგორც ისტორიული, ყაბარდო-ბალყარეთის აფხაზი მოხალისეების კავშირში ინახება. შარტავამ თავის ბლოკნოტში ჩაიწერა თუ ვის მიერ და როგორ იქნა იგი დაპატიმრებული.
როდესაც ყველა ვინც კი ოთახში იმყოფებოდა განიარაღებული იყო, მოხალისეებმა ოთახის კუთხეში ერთი სპეცნაზელი დაინახეს, რომელსაც "კალცო" გამომძვრალი ჰქონდა და ხელში ჯვარი ეჭირა. მან მშვიდად თქვა: "მომკალით. ჩემი რწმენა თვითმკვლელობის ნებას არ მაძლევს". მისთვის სროლა ნიშნავდა, რომ ყველასათვის რისკი შეგვექმნა - მის ხელში არსებული ჭურვი მოკლავდა და დაასახიჩრებდა ბევრს.
ა. შიხალიევმა, მ. შოროვმა, ა. ხაგაჟეევმა, ა. პშეუნოვმა, ა. ტემირკანოვმა მასთან საუბარი დაიწყეს, არწმუნებდნენ, რომ საბედისწერო არაფერი გაეკეთებინათ. როდესაც გაირკვა, რომ ის "ავღანელი" იყო მოლაპარაკებებში ჯგუფის წევრი ავღანეთის ვეტერანი - ასლან ბალკაროვი ჩაერთო. მერაბს - ასე ერქვა სპეცრაზმელს ეუბნეოდნენ, რომ ომი დამთავრდა, რომ მას სახლში ახლობლები ელოდებოდნენ და ა. შ. მას სიტყვაც მისცეს: დაეტოვებინთ მისთვის იარაღი, როგორც ღირსეული მამაკაცისათვის, იმ შემთხვევაში თუ ის თავის მხრივ სიტყვას მისცემდა, რომ მას არ გამოიყენებდა. რაც გაკეთდა კიდეც.
ჭურვი გააუვნებელყვეს. მერაბმა ა. ხაგაჟეევს გადასცა ფოტოსურათი, რომელზეც იგი თავის თანამებრძოლებთან ერთად დგას თ. ნადარეიშვილთან და ქართველ გენერლებთან ერთად (ეს ფოტოც ყაბარდო-ბალყარეთის აფხაზი მოხალისეების კავშირში ინახება, შარტავასა და გაბესკირიას მოწმობებთან ერთად).
ტყვეების ჩაყვანა ქვემოთ დაიწყო. შარტავამ უცბად რამდენჯერმე გაიმეორა: "მე ძალიან ბევრი რამ ვიცი. დამიცავით მე ...-გან (აქ მან დაასახელა მსხვილი აფხაზი ხელმძღვანელის გვარი, რომელსაც ახლაც ძალიან მაღალი თანამდებობა უჭირავს აფხაზეთის ხელისუფლებაში). ეს ძალიან სერიოზულია".
ა. ხაგაჟეევმა და ა. აბაევმა რომლებიც ზემოდან ჩამოვიდნენ თქვეს, რომ მაღლა ძალიან ბევრი მოკლული უკრაინელის ცხედარია. ამ ორმა მოხალისემ შენობის თავზე დროშები დაამაგრეს - ტყვიებითა და ნამსხვრევებით დაცხრილული ჩერქეზული (ადიღეური) დროშა და აფხაზური დროშა, რომელსაც ხელით ეწერა: "ყაბარდოული ჯგუფი. 27.09.1993 წ. (ეს ჩერქეზული დროშა ამჯამად ყაბარდო-ბალყარეთის აფხაზი მოხალისეების კავშირში ინახება).
ტყვეები შენობიდან მარცხენა ფრთის სადარბაზოდან გაჰყავდათ. მინისტრთა საბჭოს წინ მოედანი უკვე ხალხით იყო გავსებული, რომლებიც ყვიროდნენ "გამარჯვება", "აიაირა" და ჰაერში ისროდნენ. ვერც ერთ მათგანი ვერ ხვდებოდა, რომ შეიარაღებული ადამიანი, ყოველგვარი ამოსაცნობი ნიშნების გარეშე - ეს მერაბია, სპეცრაზმელი შენობიდან. მასაც ისევე ეხვეოდნენ, როგორც ყაბარდოელებს.
ყაბარდოელი მოხალისეები უკან აგდებდნენ ტყვეებთან პრეტენზიებით მოსულ ადამიანებს, რომლებსაც შტურმთან არავითარი კავშირი არ ჰქონდათ (ეს ვიდეოფირზეც ჩანს). ბრბოს არც თუ ისე მცირე ნაწილი ტყვეების მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილნი.
თუმცა, მოხალისეები იხსენებენ, რომ შიში დატყვევებული ქართველების თვალებში არ ყოფილა. ზიგიერთები ზიზღნარევად იღიმებოდნენ კიდეც. მშვიდნი იყვნენ ჟ. შარტავა და გ. გაბისკირია.
ვალერი არამისოვმა მრავალი მოკლულის იარაღის შეგროვება და გამოტანა დაიწყო. მას სხვებიც ეხმარებოდნენ.
კ. მეჟაევი, მ. შოროვი, ა. ხაგაჟეევი, ა. პშეუნოვი და სხვები ტყვეების ირგვლივ დადგნენ და ცდილობდნენ მათთან არავინ მიეშვათ, მაგრამ ეს ნაკლებად შველოდა. ერთი და მეორე მხრიდან ტყვეებს ურტყამდნენ.
ყაბარდოელები უყვირიან ბრბოს: "რას აკეთებთ? მხეცები ხართ?. ერთ მომენტში მ. შოროვი ჯიქურ აგდებს ვიღაცას გაბესკირიადან, პირდაპირ ვიდეოკამერის წინ ყვირის: "სად იყავით, "გმირებო" ადრე? (როდესაც მინისტრთა საბჭოს ვიღებდით) ვიღაცამ მოხალისეებიდან ყაბარდოულად დაიძახა, რომ ადიღეელები არ შერეოდნენ ამ ბრბოს (ყველაფერი ეს ვიდეოფირზე ჩანს).
ამ დროს, ადამიანების მიერ, რომლებსაც არავითარი საერთო არ ჰქონდათ თავად შენობის შტურმთან იხსნება აფხაზური დროშა წარწერით "ყაბარდოული ჯგუფი. 27.09.1993 წწ. და იკიდება სხვა - სუფთა (იმას თუ როგორ კიდებდნენ ახალ დროშას ჟურნალისტები იღებდნენ).
ანზორ ტემირკანოვი ზემოთ გაიქცა და ჩერქეზული დროშა მოხსნა, იმისათვის რათა იგი კიდევ სხვებს არ ჩამოეხსნა და ეს ალამი თავის მეთაურს მ. შოროვს გადაცა.
ამ დროის განმავლობაში მოედანზე მაინც მოკლეს სამი ტყვე. ვიღაცამ "რაფი" მოიყვანა, რომელშიც ტყვეებს ტენიან. შარტავას ყაბარდოელი მოხალისეების გარეშე მოედნის დატოვება არ უნდოდა. "რაფს" გასვლის საშულებას გამძვინვარებული ხალხი არ აძლევს, ისინი ურტყამენ ტყვეებს ჩამსხვრეული შუშებიდან ავტომატებით. ჩანს რომ რამდენიმე დარტყმას თავში ხვდება გ. გაბისკირიას. ყველაფერი ეს ყვირილისა და გინების თანხლებით მიმდინარეობს. ყაბარდოელები ბრბოს წინააღმდეგობას უწევენ. სიტყვიერი დაპირიპირება კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მაშინ ა. ხაგაჟეევმა რამდენჯერმე დაიყვირა "ჰაერი, ჰაერი". ბრბო დაიშალა და "რაფიც" მინისტრთა საბჭოს ტერიტორიიდან ადგილს მოწყდა.
გზაზე ტყვეების ჯგუფი გაიტაცეს და დახვრიტეს. ჟ. შარტავას სიტყვები ახდა.
ვ.გ. არძინბა განრისხდა, როდესაც ტყვეების დახვრეტის შესახებ გაიგო. ისინი, განსაკუთრებით კი შარტავა ცოცხლად იყვნენ საჭირო, ვინაიდან ძალიან ბევრი რამ იცოდნენ.
ყაბარდოულმა ჯგუფმა მიიღო რა ახალი ბრძანება წინ წავიდა. მანამდე მ. შოროვმა და ვართანმა ცეცხლმოკიდებული მინისტრთა საბჭოს წინ ცვლილება განახორციელეს. სომეხმა ვართანმა თქვა: "მივესალმები ყაბარდოს", მუაედ შოროვმა უპასუხა "მივესალმები აფხაზეთს", რაც ვიდეოფირზეა დაფიქსირებული.
ყაბარდოელებთან ერთად მინისტრთა საბჭოს უშუალო შტურმში მონაწილეობდნენ სომეხი ვართანი ბაგრამიანის ბატალიონთან ერთად და აფხაზი გვარად არძინბა (მისი სახელი უცნობია).
P.S. მერაბი გაუშვეს და უთხრეს, თუ ღვთის ნება იქნება ისიც მას თავისიანებთან გაიყვანს. კითხვაზე თუ რატომ არ დატოვეს მათ მინისტრთა საბჭოს შენობა მოხალისეების მისვლამდე ან თუნდაც შტურმის დროს, მერაბმა უპასუხა, რომ მათ რაციით აცნობეს, რომ "ბატონი" შევარდნაძე გმირულად დაიღუპა და რომ მათ დასახმარებლად სატანკო ნაწილი მოდის და მალე მოვა; რომ მოფრინავენ თვითმფრინავები უკრაინიდან დესანტით; რომ ახალ ათონში გადასხმულია მსხვილი საზღვაო დესანტი. როდესაც შენობაში მყოფები მიხვდნენ, რომ ისინი მიატოვეს და ატყუებენ წასვლა უკვე გვიანი იყო. მაშინ შარტავამ გადაწყვიტა, რომ უნდა ჩავბარებულიყავით, ვინაიდან ისინი სასაკლაოზე დატოვეს. "მხოლოდ საქართველომდე ჩავაღწიო. ყველას მოვუყვები თუ როგორ დავტოვა აქ ჩვენ ხელმძღვანელობამ და სარდლობამ", _ ამბობდა მერაბი.
დამშვიდობებისას მოხალისეებმა გამარჯვების სადღეგრძელო ასწიეს. მერაბმა განაცხადა, რომ მტრის გამარჯვების სადღეგრძელოს არ დალევდა, მაგრამ ყაბარდოელებისას კი. "სამწუხაროა, რომ ჩვენს მხარეს არ იბრძოდით", _ თქვა მერაბმა დამშიდობებისას და დასძინა: "თვენ კიდევ არ იცით თუ რა ნაძირლებს ეხმარებოდით...".
ყაბარდოელი მოხალისეების ჯგუფის სია, რომელმაც მინისტრთა საბჭოს შენობაზე 1993 წლის 27 სექტემბერს იერიში მიიტანა:
1. კარმოკოვი არტური 2. შოროვი მუაედი 3. შიხალიევი ანატოლი 4. ხაგაჟეევი აზამატი 5. პშეუნოვი ახმედი 6. პსოუნოვბი ანზორი 7. აბაევი ასლანი 8. ბალკაროვი ასლანი 9. ჩერკეს-ალი 10. უნაჟოკოვი უალიი 11. ბშლიაევი ხასანბიი 12. ბეკოვი ასლანი 13. ბეკოვი ანზორი 14. ტემირკანოვი ანზორი 15. მეჟაევი კაზბეკი 16. არამისოვი ვალერი 17. ხამუკოვი ბაშირი 18. აკალაევი სულტანი 19. შარდანობი ანზორი 20. კუპატოვი ვალერი 21. ბოზიევი მარტინი 22. მარშენოვი 23. კუპატოვი 24. საბანჩიევი ბატირი 25. მახოვი ანზორი 26. სომეხი ვართანი 27. აფხაზი არძინბა.
992
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85