"პროფესიონალი მეომარი მისი სამშობლის ღირსება და პატივია, სადაც არ უნდა იბრძოდეს ის"

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

"ვუსამძიმრებ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ჩვენი თანამემამულის ალექსანდრე გრიგოლაშვილის ოჯახს, ახლობლებს.

ხსოვნა იყოს იმ მეომრების, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაიღუპა საქართველოში, უკრაინაში.

პროფესიონალი მეომარი, ეს არის მისი სამშობლის ღირსება და პატივი, სადაც არ უნდა იბრძოდეს ის - დედამიწის ნებისმიერ კუთხეში.

თითოეული ჩვენი თანამემამულის, ზოგადად ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია, ტრაგიკულია გარდაცვალება, ხოლო დანაკლისის სიმძიმე კი უსაზღვრო", - აცხადებს კალაძე.