"გუდაურში ყველა პირობაა საიმისოდ, რომ აქ თანამედროვე სტანდარტის სასტუმროები აშენდეს"

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალ გუდაურში კომპანია“რედკოს“ სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსის დათვალიერებისას განაცხადა.

მისი თქმით, სასიხარულოა, რომ გუდაურში,  სასტუმროებთან ერთად, უკვე აპარტოტელებიც შენდება.

დეველოპერულმა კომპანიამ "რედკო” ინვესტირება გუდაურში 2 წლის წინ დაიწყო. პირველი კომპლექსი გაიხსნა 2013 წლის დეკემბერში და მისი საინვესტიციო თანხაა 6 მილიონი დოლარი, მეორე და მესამე პროექტების მშენებლობა  2014 წელს დაიწყო, რომელთა საინვესტიციო თანხა 9 მილიონი დოლარია. 2015 წელს კი კომპანია გუდაურში 20 მილიონი დოლარის  ინვესტირებას გეგმავს.