ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაკრძალვის ხარჯებს ქუთაისის მერია გაიღებს

ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაკრძალვის ხარჯებს ქუთაისის მერია გაიღებს

იმერეთის გუბერნატორი, ქუთაისის მერი და ადგილობრივი თვითმამართველობის წარმომადგენლები გრიგოლაშვილის ოჯახში მივიდნენ და სამძიმარი გამოუცხადეს.

"ქუთაისის თვითმმართველობა მწუხარებას გამოთქვამს ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ჩვენ ერთ–ერთი ღირსეული თანაქალაქელი დავკარგეთ. ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვიყავით დაღუპულის ოჯახში და მათთან შეთანხმებით, დაკრძალვისთვის ყველა ხარჯს ქუთაისის თვითმმართველობა გაიღებს“, - განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.