"ღვინის ტურიზმი საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია"

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუდაურში ყოფნის დროს განაცხადა. მთავრობის მეთაური დღეს ღონისძიებას - “ღვინის ქალაქი გუდაური 2014” დაესწრო.

მან დამსწრეთ სეზონის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ღვინის ტურიზმის ხელშეწყობასთან ერთად, კურორტის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია.

“სასიამოვნოა, რომ „ღვინის ქალაქი“ გუდაურში აღნიშნავს სამთხო-სათხილამური სეზონის გახსნას და სტუმრებს უმასპინძლდება. ამ ტიპის ღონისძიებები კურორტს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის, ტურისტებს მეტ მრავალფეროვნებას ვთავაზობთ”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ღონისძიების სტუმრებთან ერთად ქართული ღვინოები დააგემოვნა.