"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერი გივი თარგამაძე, საქართველოს ხელისუფლებას დათავდაცვის სამინისტროს რუსეთის პრეზიდენტის , ვლადიმერ პუტინის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს. თარგამაძე "ფეისბუქის" საკუტარ გვერდზე "თავდაცვის სამინისტროს მიერ , უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ ჯარისკაცთან დაკავშირებით, გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. თარგამაძე წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის "პუწინის მონების მთავრობა".
"ყველაფერი გაცხადდა. პირველად საქართველოს მთავრობა ღიად ასრულებს ორი დღის წინ პრესკონფერენციაზე პუწინის მიერ გაცემულ დავალებას. მან თქვა - სააკაშვილს საქართველოს ხელისუფლება დევნის, მე არაფერ შუაში ვარ. იგულისხმებოდა, გააკეთეთ ამის დემონსტრირება. და აგერ დემონსტრირებაც, მთავრობის ხელმძღვანელის. დღეს რუსებმა მოკითხეს - ეს რა ხდება, რა ქართველი მეომრები უკრაინაში? ამათ უთხრეს, ჩვენ არაფერ შუაში ვართო. მაშინ, გააკეთეთ ამის დემონსტრირება. და აგერ დემონსტრირებაც. თავდაცვის სამინისტროსი. პუწინის მონების მთავრობა. მხდალი არამზადა, რომელიც შუშის სახლში აზის მილიარდებს, ისეთივე მარიონეტია პუწინის, როგორც ეს მხდალი არამზადები არიან მისი მარიონეტები. და ამ ყველაფრის შემხედვარეს მიჩნდება ლეგიტიმური კითხვა: ნუთუ ამ ქვეყნის მოქალაქეს, პატრიოტს, არ მაქვს სრული უფლება, ამ, რუსეთის საქართველოში შემომძღოლებს, კიდევ ერთხელ შევძახო - სულს ამოგხდით, თქვე ნაძირლებო!"-წერს გივი თარგამაძე.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო განცხადება გუშინ გაავრცელა. უწყება ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს უსამძიმრა. ამავდროულად თავდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობა უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო წინა ხელისუფლებას დააკისრა.
"თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უკრაინაში საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას.თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში.აქვე აღვნიშნავთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილი, 2007-2008 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 2008 წლის დეკემბრიდან, კონტრაქტის შეწყვეტის საფუძველზე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან,"-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.