“რუსეთის დაშინებას ვერავინ შეძლებს, ეს არასოდეს არავის გამოუვა“

“რუსეთის დაშინებას ვერავინ შეძლებს, ეს არასოდეს არავის გამოუვა“

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინასა და ყირიმში ქმედებების გამო რუსეთს ვერავინ დააშინებს. ამის შესახებ პუტინმა მოსკოვში სამხედროების პატივსაცემად გამართულ კონცერტზე განაცხადა.

"კეთდება ღია განცხადებები, რომ რუსეთმა საფასური უნდა გადაიხადოს თავისი დამოუკიდებელი პოზიციისთვის, თანამემამულეების მხარდაჭერისთვის, ყირიმისთვის, სევასტოპოლისთვის, ხანდახან კი მგონი იმისთვისაც, რომ ვარსებობთ. ცხადია, რომ ვერავინ შეძლებს რუსეთის დაშინებას, შეჩერებას და იზოლაციას. ეს არასოდეს არავის გამოუვიდა", - განაცხადა პუტინმა.