მიხეილ ხუბუტიას ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

მიხეილ ხუბუტიას ცემის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

რესტორან "თავადურში" ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას სცემეს. ინციდენტი გუშინ საღამოს მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 125-ე მუხლით, ცემის ფაქტზე დაიწყო. მათივე ინფორმაციით, ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.