მესამე კვარტლის მონაცემებით, უცხოური ინვესტიციების რაოდენობით ჩინური კომპანია “ჰუალინგ ჯგუფი“ პირველ ადგილზე იმყოფება.
„მადლობას გიხდით თქვენს მიერ განხორციელებული წარმატებული პროექტებისა და ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოში გამჭვირვალე და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოა, რაც არის გარანტი სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების“, –განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.