აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი ავრცელებს. მისი თქმით, რიგითი ქართველები მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად აეროპორტთან შეიკრიბებიან.
"უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ ოფიცერს ალექსანდრე გრიგოლაშვილს თბილისში დღეს, 23:30 საათზე ჩამოასვენებენ, სატვირთო ტერმინალ „ლასარეში“ სანამ თავდაცვის სამინისტროს მოღალატეობრივ და ალეკოს ხსოვნის შეურაცხმყოფელ განცხადებას გაეცემა პასუხი, სათანადო პატივი მივაგოთ ღირსეულ ადამიანს", - აცხადებს კანდელაკი.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილი უკრაიანაში, სოფელ “შასტიაში” დისლოცირებულ სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა. ის ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა.
სამხედროების ჯგუფს პრორუსმა სეპარატისტებმა სოფელ შასტიეში ჩასაფრება 2 დღის წინ მოუწყვეს. იერიშის შედეგად ერთი ქართველი და ერთი უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა. დაჭრილია კიდევ ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.