ამის შესახებ "ქართული ლეგიონის" მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა.
„მე დავკარგე ორი ძალიან ახლო მეგობარი, სერგეი და ალექსანდრე. ისინი ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანები იყვნენ. მინდა, დავემშვიდობო მათ. ისინი დაგვაკლდებიან, მაგრამ ჩვენ განვაგრძობთ იმ საქმეს, რასაც უკრაინის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა ჰქვია,“- განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.
„სერგეი იყო კარგი მებრძოლი, სამხედრო. შემიძლია, ვთქვა, რომ ის ერთ-ერთი წარჩინებული უკრაინელი სამხედრო იყო. მე მინდა, გითხრათ, რომ კიევში ჩამოვა უფრო მეტი ქართველი სამხედრო, ვიდრე ახლა არის აქ წარმოდგენილი. ჩვენ გვყავს საერთო მტერი - რუსეთი“, - განაცხადა მამულაშვილმა "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით.