"ეს ხალხი ან საერთოდ უსისხლოა, ან მართლა გადაჯიშებულია ბოლომდე, ან არეული აქვს რამსები"

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაღუპულ სამხედროსთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

"პირველ რიგში, მინდა, ალეკო გრიგოლაშვილზე ვილაპარაკო, რომელიც ძალიან მაგარი ოფიცერი იყო, იყო ავღანეთში, ერყაში და იყო ძალიან მაგარი სპეციალისტი. აქ სამი თვის წინ ჩამოვიდა, რამდენიმე ძალიან მაგარი ოპერაცია განახორციელეს და რუსულ სპეცრაზმთან შეტაკებისას დაიღუპა. რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რა კომენტარი შეიძლება ამაზე გავაკეთო? კომენტარიც არ არის საჭირო, ეს ხალხი ან საერთოდ უსისხლოა, ან მართლა გადაჯიშებულია ბოლომდე ან არეული აქვს რამსები, ძალიან კარგად უპასუხა დავით მაყიშვილმა, რომელიც წვრთნის გენერალ კაპანაძესთან ერთად უკრაინულ სპეცრაზმსს მარიუპოლში, თქვენ სინდისს წმენდდა იქო", - განაცხადა სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში.