ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, რა თქმა უნდა, ყველა მიესალმება

ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, რა თქმა უნდა, ყველა მიესალმება

ბიძინა ივანიშვილს აქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია, როდესაც მან გადაწყვიტა, პოლიტიკიდან წასულიყო განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში , დაბრუნდებოდა, მაგრამ ამის საჭიროება დღეს ალბათ, არ არის, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამტრედიაში ჟურნალისტებთან საუბრისას.

"ნუ მიაქცევთ ყურადღებას, გაზეთებში უამრავი სპეკულაცია მიმდინარეობს. რეალურად ყველაფერი არის ისე, როგორც უნდა იყოს. ასე, რომ აჟიოტაჟის საფუძველი არ არსებობს", - აღნიშნა ღარიბაშვილი.

კითხვაზე, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მიესალმებით თუ არა, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, რა თქმა უნდა, ყველა მიესალმება.

"მეც თავის დროზე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც თვლიდა, რომ ის არ უნდა წასულიყო პოლიტიკიდან, მაგრამ ეს იყო მისი არჩევანი, მისი გადაწყვეტილება. ჩვენ ყველანი ვართ მისი გუნდი, მისი კურსის გამგრძელებლები და რა თქმა უნდა, ეს ასეც იქნება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.