„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები განაგრძობენ რეგიონალურ აქტივთან შეხვედრებს.

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები განაგრძობენ რეგიონალურ აქტივთან შეხვედრებს.

დღეს, ირაკლი ალასანია, ალექსი პეტრიაშვილი და ირაკლი ქადაგიშვილი „თავისუფალი დემოკრატები“–ს ზუგდიდის, ფოთის, ხობის, წალენჯიხის და მესტიის საკრებულოს წევრებს, პარტიის ადგილობრივ ლიდერებს და რეგიონულ აქტივს შეხვდნენ.

გაფართოებულ ფორმატში ეს რეგიონებში პირველი შეხვედრა იყო. სამეგრელოს შემდეგ ანალოგიური შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში გაგრძელდება.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა პარტიის ლიდერებთან ერთად თავიანთ რაიონში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს და პარტიის სამომავლო გეგმებზე, მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრეს.

შეხვედრა, სენაკში, საერთაშორი რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით ჩატარდა.