ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების წინააღმდეგია

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების წინააღმდეგია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების წინააღმდეგია. ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გერმანულ Der Spiegel-თან საუბრისას განაცხადა.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, ის შეშფოთებულია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგებით, ნავთობზე ფასის დაცემით, რუბლის დევალვაციითა და სანქციების რუსეთის ეკონომიკაზე ზემოქმედებით.

მისივე განცხადებით, ცდება ის, ვისაც სწამს, რომ ამ გზით ევროპაში მეტ უსაფრთხოებას მიაღწევს.

"ჩვენს ინტერესებში ვერ იქნება, რომ ეს კრიზისი სრულად უკონტროლო გახდეს", - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა ბრძანებას ყირიმისთვის სანქციების დაწესების შესახებ. უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა კანადამაც.