კიევის მაიდანზე ალექსანდრე გრიგოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

კიევის მაიდანზე ალექსანდრე გრიგოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

კიევის მაიდანზე, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ალექსანდრე გრიგოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ალექსანდრე გრიგოლაშვილის სამგლოვიარო პანაშვიდს უკრაინის რიგით მოქალაქეებთან ერთად უკრაინაში მცხოვრები ქართველები ესწრებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უკრაინაში საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ განუცხადა, მიმდინარეობს ალექსანდრე გრიგოლაშვილის საქართველოში ჩამოსვენების საკითხზე მუშაობა.

"საქართველოს მთავრობა ყველა ხარჯს თავის თავზე იღებს. საელჩო ჩართულია და ვმუშაობთ ცხედარის გადმოსვენებაზე. ეს, ალბათ, ხვალისთვის იქნება შესაძლებელი, რადგან საკითხი გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. ოჯახთან გვაქვს კავშირი და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდეს ქართველი სამხედროს გადმოსვენება", - აღნიშნა მიხეილ უკლებამ.

ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც "აიდარში" იბრძოდა, 32 წლის იყო.