ავსტრალიის პოლიციამ რვა ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ბავშვების დედა დააკავა

ავსტრალიის პოლიციამ რვა ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ბავშვების დედა დააკავა

ავსტრალიის ქუინსლენდის შტატის პოლიციამ რვა ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ბავშვების დედა დააკავა. "ევრონიუსის" ინფორმაციით, 37 წლის ქალი, მოკლული 7 ბავშვის დედა იყო, მერვე ბავშვი კი მისი ნათესავი იყო, რომელიც ამ დროს მათთან სტუმრად იმყოფებოდა.

"ევრონიუსის" ცნობით, ბავშვების ასაკი 18 თვიდან 15 წლამდე იყო.

ავსტრალიის ქალაქ კერნსში მოკლული ბავშვები სახლში დაბრუნებულმა ეჭვმიტანილის შვილმა აღმოაჩინა. თავად ეჭვმიტანილმა კისრისა და მკერდის არეში თვითდაზიანებები მიიყენა.