კონფლიქტის ზონიდან ერთი ადამიანი გაიტაცეს

კონფლიქტის ზონიდან ერთი ადამიანი გაიტაცეს

გორის რაიონის სოფელ წითელუბნიდან ერთი ადამიანი გაიტაცეს. ე.წ. მესაზღვრეებმა, სოფელ წითელუბნის განაპირას, 19 წლის ვასილ ხიდაშელი დააკავეს. ხიდაშელი სოფლის განაპირას პირუტყვს მწყემსავდა. თანასოფლელების განცხადებით, ახალგაზრდას ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს. დაკავებულის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით დაუზუსტებელია. ოჯახის წევრებს არავინ დაკავშირებია.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, მიმდინარე წლის ზაფხულში ამავე ტერიტორიაზე ვასილ ხიდაშელის მამაც იყო დაკავებული და იგი ცხინვალის მილიციის იზოლატორში რამდენიმედღიანი პატიმრობის შემდეგ, 2000 რუბლიანი ჯარიმის გადახდის საფუძველზე გაანთავისუფლეს.